Chapter 16

1.1K 44 9
                                    

    უკვე 2 კვირა იყო გასული რაც ნაზისთან ვიყავი.
თბილისში უნდა დავბრუნებულიყავი, ირაკლი ვერ ახერხებდა ჩამოსვლას, მართალია ნაზის გული ძალიან დასწყდა მაგრამ ირაკლი შეპირდა რომ აუცილებლად ჩამოვიდოდა ნაზისთან ჩემთანერთად.

დავემშვიდობე ჩემ საყვარელ ბებიას.რა თქმა უნდა მეც შევპირდი რომ დავბრუნდებოდი ისევ.
სადგურზე გავედი და თბილისის მიმართულებით წამსვლელ მარშუტში ჩავჯექი.

საღამოს გვაინი იყო როცა თბილისში ჩავედი, ირაკლის ვკითხე დამხვდებოდა თუ არა და არ მცალიაო მითხრა. გული დამწყდა მის უარზე მაგრამ რასვიზამდი.
ტაქსი გამოვიძახე, ჩავჯექი და ბებოს და ჩემებს მივწერე რომ ჩამოვედი თბილისში.

სახლის კარი შევაღე და იმდენად ნაცნობი სუნი იყო სახლში სიხარულით და მონატრებით გამეღიმა და წამოვიოხრე.
-ირაა სად ჯანდაბაში ხარ რომ არ გცალიაა რაა.
გავედი მისაღებ ოთახში და შუქი აინთო.
ჩემ წინ დგას ირაკლი თორაძე, ვარდებით ხელში, ძალიან ბევრი წითელი ვარდი იყო და მხოლოდ ერთი ცალი თეთრი.
მაგიდაზე პიცა იდო, წითელი ღვინო და ბევრი სასუსნაო. პატარა ბავშვივით ვუღიმოდით ერთმნეთს, ვარდები გადადო და ხელები გაშალაა მე კი მის დიდ მკლავებში პატარა კრავივით დავიმალე.
-ჩემო ლამაზო ქალბატონო, ძალიან მენატრებოდი. მითხრა და მონატრებულ ტუჩებზე დამაცხრა.
-მეც ძალიან მომენატრე ირა.
ვუთხარი და კოცნა გავუგრძელე.

-იმედია ჩემზე ნაწყენი არხარ რომ
არ დაგხვდი და ტაქსით მოგიწია წამოსვლა.
მითხრა სიცილით ირაკლიმ.
-ჰმმ, ეს ყველაფერი რომ
არ გაგეკეთებინა, ვფიქრობ კი, ვიქნებოდი მაგრამ ახლა უბრალოდ ბედნიერი ვარ რომ შენ ჩემგვერდით ხარ. ძალიან მენატრებოდი ირაკლი თორაძე!
ვუთხარი და მის ლამაზ თვალებში ჩავაჩერდი.
-ჩემო პატარა ანგელოზო!
ირაკლიმ წამოიოხრა და ხელში ამიტაცაა, მის კალთაში ჩამისვა და ჩემს ტუჩებს გემრიელად დააცხრა.

კარგი იყო მასთან ერთად ასე ყოფნა მაგრამ ძალიან მშიოდა.
-მაპატიეთ ბატონო ირაკლი მაგრამ
საშინლად მშია.
ვუთხარი და პიცას ვეცი.
ირაკლი გაღიმებული მიყურებდა და თვითონაც დაიწყო ჭამა.
-მაშო, ნაზის ეწყინა რომ ვერ ჩამოვედი?
-არამგონია ირა, მეც ვუთხარი რომ მერე ერთად ჩავიდოდით მასთან, მგონი პირველი ბიჭი ხარ ვინც ასე ძაან მოეწონა ნაზის.
ვთქვი და ირაკლის მართლა ბედნიერი თვალბით გავხედე.
მის თვალებში ჩანდა სიყვარული, ბედნიერება, სინანული, სევდა, დარდი, სიძულვილი.. თითქოს რაღაცას მალავდა, თითქოს შიგნიდან ჭამდა რაღაცა.
არვიცოდი მასზე ყველაფერი, მის ოჯახზე, მინდოდა მეტი გამეგო ირაკლიზე და ჩემთავს შევპირდი რომ ირაკლის აუცილებლად ვკითხავდი მის ოჯახზე.

-მაშო, რაზე ჩაფიქრდი?
-არაფერზე ირა, გემრიელი პიცაა. მადლობა ყველაფრისთვის.
ვუთხარი და ლოყაზე ნაზად ვაკოცე, წამოვდექი და შხაპის მისაღებად სააბაზანოში შევედი.

როგორც კი ვიბანავე ეგრევეე პირსახოც მოფარებული საძინებელში შევედი, ირაკლის მაისური ჩავიცვი და მისაღებში გავედი.
ირაკლის ტახტზე ჩასძინებია, პატარა ბავშვივით იწვა გვერძე მივუჯექი და მის დიდ და ლამაზ სახეზე  ჩემს პატარა ხელს დავაცურებდი.
-იცი ირაა, თავიდან რომ გავიგე შენი გვარი ძალიან შემძულდი, მინდოდა რომ მომკვდარიყავი, მხოლოდ
იმისგამო რომ შენი გვარი და მამაჩემის მკვლელის გვარი ერთია, ახლა ვნანობ შენზე რომ ეგრე ვფიქრობდი, თავგზა ამირიე ირაკლი, არვიცი რამჭირს და რაგამიკეთე მაგრამ ეს გრძნობა ძალიან მომნატრებია.
ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე რაზეც ირაკლის გამოეღვიძა და ხელები შემომხვიაა.
-არ გაგიშვებ არსადდ!
წამოიყვირა მძინარე ხმით ირაკლიმ თან ლოყაზე მკოცნიდა.
-ადექი და საწოლში დავწვეთ თორემ აქ, ტახტზე ვერ დავწვებით ორივე.
შევუბდღვირე ირაკლის.
-მიდიი დაწექი და მეც მოვდივარ ლამაზო.
მითხრა ირაკლიმ და შუბლზე მაკოცა.
მიყვარდა მისი ეს ქმედება, თავს იმაზე მეტად დაცულად ვგრძნობდი მასთან ვიდრე ვინმე სხვასთან.

დავწექი და ირაკლიც მომიწვა გვერდით, ჩამეხუტა, მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი კისერთან რისგამოც ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
ლოყაზე მაკოცა და ყურთან ჩამჩურჩულა.
-ტკბილიძილი ჩემო ანგელოზო.
-შენც ტკბილიძილი ირა.
ვუთხარი და მის დიდ ხელებში ჩემი პატარა ხელი მოვაქციე და ძლიერ ვაკოცე.

ჩემი აივნიდანWhere stories live. Discover now