Chapter 1

2.3K 56 4
                                    

  ზაფხულის თბილი დილა თენდება, დიახ დღეს 1 ივნისია, დილის 08:00. ფანჯრიდან თბილი მზის სხივები თვალის გახელაში, ხელის შეშლას ცდილობს, მაგრამ ამის საშუალებას ჩემი მაღვიძარა არ აძლევს. უნდა ავდგე და გავემზადო დღეს 11ზე ლექცია მაქვს. სააბაზანოში გავიქეცი შხაპის მისაღებად. ვიბანავე და დიდი თეთრი პირსახოცი ტანზე შემოვიფარე. ჩემი ტელეფონი და სიგარეტი ავიღე, შემდეგ კი აივნაზე გავედი მოსაწევად.
-ამის დედაც! წამოვიყვრე.- ზედმეტად სიცხე არ არის 1 ივნისისსთვის? ვწუწუნებდი.
ჩამოვჯექი სკამზე და სიგარეტს წავუკიდე. იქით-აქეთ ვიყურებოდი რა დროსაც ჩემი ყურადღება, ჩემი კორპუსის წინ აშენებულმა კორპუსმა მიიპყრო. 3 წელია უკვე ამ ბინაში ვცხოვრობ, მაგრამ არც ერთხელ არ მინახავს ჩემ წინ კორპუსის მე7 სართულზე ზუსტად ჩემი აივნის წინა  აივანზე ადამიანი.
-ოჰო! ახალი სიმპატიური მეზობელი? და ხედი? ვთქვი და საკუთარ თავზე გამეცინა. ალბათ 29 წლამდე მამაკაცი იქნებოდა, სიგარეტით ხელში, მაღალი იყო ნავარჯიშევი სხეულით, წელს ზემოთ შიშველი იყოო ქვემოთ კი თეთრი პირსახოცი შემოეფარა.  მიყურებდა და მეც ვუყურებდი მას.
ხელი დამიქნია მე კი დავიბენი და ინსტიქტურად გავუღიმე და ხელი დავუქნიე.
-ჯანდაბა მაშო ადამია! რაგჭირს! დავტუქსე ჩემი თავი. ტელეფონი მირეკავს ნუცას მეტი ვინ იქნება გავიფიქრე გულში.
და ჰოპ! მართლაც ნუცაა.
ნუცა ჩემი დაქალია. პირველი კურსიდან ვდაქალობთ ახლა მეორე კურსზე ვართ, ერთი და იგივე ფაკულტეტზე და რაც მთავარია ერთ კორპუსში ვცხოვრობთ ის მე-9ზე და მე კი ,მე-7ზე. ნუცას გრძელი ოქროსფერი თმები აქვს, ლამაზი ცისფერი თვალები, კურნოსა ცხვირი და ლამაზი სხეული ფარფატა, სუსტი.ულამაზესია ნუცა.
-ხოო ნუცც, რახდებაა ? ვკითხე ნუცას. -აუუუ! მაშოოოო!
ღრიალებს.
-რამოხდა?
უცებ შემეშინდა.
-ჩვენი ინგლისურის ლექტორი ხო იცი გამაღიზიანებელი ლარისა რომ წავიდა ?
-კი, ჭორის დონეზე ვიცოდი მერე?
-კაროჩე მაშშ, ვიღაც უსიმპატიურესი ირაკლი თორაძე ჩამოვიდა 1 კვირის უკან ამერიკიდან საქართველოში სპეციალურად ჩვენთვისს. აბა შენ იციი ვფიქრობ საშენო ტიპი იქნება. მითხრა რაზეც წარმოვიდგინე როგორ ამითამაშა წარბები. ამ გვარის გაგონებაზე ზიზღით ამევსო გული, მაგრამ ეს ნუცას არ ვაგრძნობინე.
-სულ გაგიჟდი მგონი შენ, წავედი უნდა გავემზადო 10 საათზე ჩემს სართულზე იყავი. ვუთხარი ოთახში შევედი და გავუთიშე.
სარკის წინ ვდგავარ, ვუყურებ ჩემ თავს. საშუალო სიმაღლის,არც ძალიან სუსტი და არც მსუქანი, სავსე მკერდით და საჯდომით, მომწონს სიმართლე გითხრათ. ლამაზი სავსე ვარდისფერი ტუჩებით, ცოტა ჭორფლები,მწვანე მუქი თვალებით, ყავისფერი მხრებამდე თმებით და ოდნავ კეხიანი ცხვირი. ჩემი ცხვირი მეზიზღებოდა პატარაობაში, მაგრამ მამაჩემის გარდაცვალების მერე შემიყვარდა რადგან მისნაირი ცხვირი მე
მქონდა მხოლოდ ოჯახში. მე მაშო ადამია ვარ. არ მყავს შეყვარებული და 17 წლის მერე ბიჭთან არანაირი შეხება არ მქონია. იმდენად გამიცრუა ჩემმა ყოფილმა შეყვარებულმა დემემ იმედები, მის მერე ვერ ვენდობი ბიჭებს მარტივად. 20 წლის ვარ, მე2 კურსელი, დედაჩემი ეკატერინე, ამერიკაში ცხოვრობს, ჩემი უფროსი და სოფია და მისი ქმარ-შვილიც.ჩემი მეორე და ნატა, თბილისში, ვაკეში ცხოვრობს მის ქმართან ერთად. პატარა საკონდიტრო აქვს და მასთან ვმუშაობ როცა დახმარება სჭირდება ან სადმე მიდის მე ვენაცვლები ნატას, განსაკუთრებით ბოლო პერიოდია ხშირად მიწევს მისვლა, რადგან ფეხმძიმედაა. მამაჩემი სადაა? ბატონი ზურია ადამია, 16 წლის როცა ვიყავი ვიღაც ნაბიჭვარმა თორაძემმ მოკლა. ამის მიზეზს ყველა მიმალავს, არც ვინაობას არ მეუბნებიან. გვარი კი ჩემით გავიგე როცა დედაჩემი ჩემ დას ესაუბრებოდა. არვიცი ვინაა ის თორაძე მაგრამ  მეზიზღება ეს გვარი. მინდა რომ ეგ თორაძე ციხეში ჩალპეს, მაგრამ მდიდარ თორაძეს ვინ ჩაალპობს ციხში?! გავემზადე, ჯინსის ქვედაბოლო თეთრი ტოპი და თეთრი საროჩქაა მოვიცვი, ჩანთა ავიღე  და გავეშურე სახლიდან. გავედი სადარბაზოში და ჩემი ფარფატა, ფერია დაქალი ჩამოფარფატდდა, ჩამეხუტა და ჩამკოცნა.
-აბა მზად ხარ ახალი ლექტორის გასაცნობად? მითხრა და თვალი ჩამიკრა.
-კი ნუცც, მზად ვარ მზად.
შევუღრინე და მეტროსკენ გავეშურეთ, რომ უნივერსიტეტში მივსულიყავით. მივედით უნიში და ჩემი ძმაკაცი ერეკლე მაგრამ ნუციკოს მომავალი შეყვარებული შეგვხვდა.
-ეეეეე! ჩემი ლამაზი ქალები! წაგვებლატავა ერეკლე და ჩაგვეხუტა მე და ნუცას.
ნუცა და ერეკლეს ერთმანეთი მოწონდათ, ამას პირველი კურსიდან ვამჩნევდი.
ნუცაც გადაეხვია ეკეს და უნივეერსიტეტში ერთად შევედით.
ერეკლე განსხვავებულად სიმპატიურია, გატეხილი ცხვირი კალათბურთის გამო, თაფლისფერი თვალები, ზედმეტად მაღალი და ოქროსფერი თმებით. ეკეზე მთელი უნივერსიტეტის გოგოები გიჟდება, მაგრამ ეკეს გული ერთს ეკუთვნის,იმ ერთს რომელსაც ჯერ კიდევ აწვალებს. 

ჩემი აივნიდანWhere stories live. Discover now