ნახევარ საათში სააბაზანოდან გამოვედი. საოცარი სუნი ტრიალებდა მთლიან სახლში.
-რაკაი სუნიაა ირა!
პირსახოც მოფარებული სამზარეულოში შევვარდი.
-მაშო! სულ სველი ხარ, გაიწიე ხო ხედავ იატაკი სულ დასველდა.
-რაგჭირს ირა? ვკითხე ნაწყენმა.
-არაფერი, წადი ჩაიცვი.
აღარ გამიცია პასუხი, ისე ავდექი და ტანსაცმლის ჩასაცმელად გავედი ჩემს საძინებელში.არვიცოდი რა სჭირდა ირაკლის, უხეშად მექცეოდა, არმინდოდა იმის გაფიქრება რომ ირაკლის სხვა ყავდა ვინმე.
მეშინია მისი დაკარგვის, მაგრამ ირაკლის ეშინია ჩემი დაკარგვის?
აღარ ვიცი რავქნა, ამ ფიქრებმა ტირილი დამაწყებინა, ჩამოვჯექი საწოლზე და საწოლის თავთან, ტუმბოზე, ჩემი და ირაკლის ფოტოს ვუყურებდი.
ჩავიცვი და ირაკლისთან გავედი, მადა დაკარგული მქონდა, მაგრამ უნდა მეჭამა რამე.-ვა მოხვედი?
-კი ირაკლი, მოვედი.
-მოდი ვჭამოთ, დაჯექი.
მითხრა ირაკლიმ და მეც უბრალოდ დავემორჩილე.
სიჩუმე იყო ძალიან, ადრე სხვანაირად ვიქცეოდით, ვიცინოდით, ერთმანეთს ვაჭმევდით, ახლა კი უბრალოდ ჩუმად ვსხედვართ. სიჩუმე ისევ მე დავარღვიე.
-რატომ გაცივდი ჩემს მიმართ ირა?
რამეხდება?
ვეკითხები და თვალებში ჩავაშტერდი.
-არაფერი მაშო.
-ვინმე სხვა გყავს?
-არ დაიწყო გეხვეწები ეს ვითომ დრამების დადგმა და ეჭვიანობა.
მითხრა მკაცრი ტონით.
-მოვრჩი მე, აღარ მინდა ჭამა, ხვალ
გამოცდა მაქვს უნდა მოვემზადო.
ვუთხარი და ჩემს ოთახში გავედი.ცოტახანში ირაკლიმ ჩემი ოთახის კარი შემოაღო და მითხრა,
-მე საქმეზე გავდივარ, შენკი არც გცალია იმეცადინე მაშო.
კარი მოიბრახუნა და სახლიდან გავიდა.
ვტიროდი. განა ტირილი რამეს შველიდა?
არვიცოდი რაუნდა მექნა, მართლა არვიცოდი, ჩემზე ბევრად უფროსი იყო ირაკლი არც ისვიცოდი როგორ უნდა მოვქცეულიყავი მასთან.
წამოვწექი და ტირილში მიმეძინა.ღამის 11 საათზე ტელეფონი მირეკავდა, გამეღვიძა, ჩემი და იყო ნატა,
-ხო ნატაა რახდრბა?
-არაფერი მაშო, უბრაოდ მოგიკითხე. გეძინა?
-არაა რა მეძინა, ვმეცადინეობდი ხვალ ხო ფინალურები მაქვს.
-უი, კაი მაშინ მიდი, თუ რამე დაგჭირდა მითხარი, არმოგერიდოს, სამსახურში გამოსვლაც არ იჩქარო.
-კაი ნატტ, მადლობა.
-ჩვენებს დავურეკავ, სოფო იძახის არ გვირეკავსო, მე კი ვეუბნები რომ სწავლობ და არ გცალია. ახლა დავურეკავ და ვეტყვი რომ ემზადები ფინალურებისთვის.
-მადლობა ნატა.
ვუთხარი ჩემ დას, გული მითბეობდა ნატასთან საუბრით.
-წარმატებები ხვალ.
მითხრა და გამითიშა.
YOU ARE READING
ჩემი აივნიდან
Romance???? 20 წლის მაშო და მისი ლექტორის,ირაკლის რომანი.. მოგვიანებით კი მაშო იგებს რომ ირაკლი, მამის მკვლელის შვილია... და როგორ დასრულდება მათი ურთიერთობა? გააგრძელებს თუ არა მაშო მამის მკვლელის შვილთან ურთიერთობას? ????