ნაწილი 12

45 1 0
                                    

აკაკი:ანიკო ჩემი გეშინია?მე შეგაშინე ასე?მაპატიე რა, ნამდვილი იდიოტი ვარ. გეფიცები გაუაზრებლად ვქენი.შენთვის ტკენა არ მინდოდა, მართლა არც კი ვიცი, ეს რანაირად მოხდა ასე. მაპატიე რა, ძაან გტკივა?.

მე:ყველაფერი კარგადაა აკაკი.არაუშავრს.ვიცი რომ ძალით არ გინდოდა.მერე რა.არ მტკივა, ნუ დარდობ.

ახლოს არ ვუშვებდი.უკან ვიწევდი.სევდიანი თვალებით მიყურებდა.

აკაკი:ანიკო...ჩემი ხო არ გეშინია, არა?ანიკო ნუ გამირბიხარ, რა? გთხოვ .

მართლა ვხედავ, რომ ნანობს და ახლა მის თვალებში ის ცეცხლი ჩაქრა, მისი არ მეშინია.გავიღიმე და ჩავეხუტე.თვითონაც მომხვია ხელები, და მაგრად ჩამეხუტა.

აკაკი:ანიკო.ჩემი ლამაზი ანიკო.რატომ შეგეშინდა ან? მე შენ არაფერს არ დაგიშავებ, ხო იცი არა ?დედამიწაზე ყველას მოვკლავ, მაგრამ შენ არაფერს არ დაგიშავებ.

მე:იდიოტო, აბა არ შემეშინდებოდა?კინაღამ კაცი მოკალი.იცი როგორი თვალები გქონდა, რომ შემომხედე?მეგონა მეც ზედ მიმაყოლებდი.ძაან შემეშინდა.

აკაკი:ეგ რამ გაფიქრებინა სულელო.შენ ხო ჩემი ლამაზი ანიკო ხარ, როგორ უნდა მექნა ეგ.კარგი წამოდი სალხში დავბრუნდეთ.მიგაცილებ.

მანქანაში უხმოდ დავსხედით.

აკაკი:ანა, იცი რა მინდა გითხრა?

მე:ვიცი აკაკი და ნატასიანებს დაველაპარაკები, ავუხსნი ყველაფერს და არაფერი არ ინება პრობლემა .ნუ ღელავ .

აკაკი:ნამდვილი ანგელოზი ხარ ანიკო.ჩემი ანგელოზი.დღეს საღამოს გამოგივლი და ნატას რაღაცეები წავუღოთ ხო ,რამოდენიმე დღე ალბათ იქ გაჩერდებიან.

მე:კი რათქმაუნდა.კაი აკაკი მადლობა, რომ მომიყვანე.

აკაკი:რა მადლობა. კაი შეხვედრამდე.

აკაკიმ დიდ განსაცდელთან დამტოვა.ახლა როგორ გინდა, ნატას ოჯახთან მიხვიდე და აუხსნა, რომ მათი შვილი ლევან კოტაშვილმა გაიტაცა, ერთი-ორი დღე ერთ სახლში იქნებიან და არაფერი მოხდება.მერე ლევანი ადგება და უკან დააბრუნებს ნატას.ვაღიარებ, იმაზე უფრო საშინელება რეაქციებს ველოდი, ვიდრე მივიღე.ძლივს მოვაბი თავი მათთვის ამ ყველაფრის ახსნას და მართლა გაოცებული ვიყავი, არც ისე, რომ არ გაბრაზდნენ.მეგონა ყველაფერს დალეწავდნენ და ლევანს მოკვლით დაემუქრებოდნენ.მათ კი მიიღეს ყველაფერი ისე, როგორც სინამდვილეშია.ეს ძალიან კარგია.ნატასთვის ჩანთაში რაღააცეები ჩავაწყვე:ტანსაცმელი, თავის მოვლის ნივთები და სხვა.ახლა რათქმაუნდა არ წავალთ,ჯობია ჯერ ლევანი დაელაპარაკოს ნატას, დამშვიდდნენ და ჩვენ მერე მივალთ.მოსაღამოვებული იყო, აკაკიმ რომ მომაკითხა და დაახლოებით ერთ საათში ჩავედით ძალიან მაგარ ადგილას.ერთსართულიანი, მაგრამ საკმაოდ დიდი ხის ბინა.რომელსაც, სამივე კოტაშვილების შთამომავალი ერთნაირად იყენებდა.სიმშვიდე იყო და ხმაც არ ისმოდა.

წითლის ეპოქაWhere stories live. Discover now