ნაწილი 20

44 2 0
                                    

ანა

მიუხედავად იმისა, რომ გუშინ საკმაოდ გვიან დავიძინე, დილით ადრე ადგომა მაინც მოვახერხე. გავემზადე და ნატასთან გასვლა დავაპირე. კარი რომ გავხსენი, ნიკა დავინახე. ეს ძალიან გამიკვირდა, უფრო მეტად კი ის, რომ მისი სახეს ჩალურჯებული თვალი, გატეხილი ტუჩი და სიწითლეები ამშვენებდა.

მე: ნიკა აქ რა გინდა? სახეზე რა გჭირს?

ნიკა: სალამი ანა. ვიფიქრე სკოლაში გაგაცილებდი. ისეთი არაფერი, ცოტა ჩხუბი მომივიდა.

მე:კარგი, მაგრამ მე რომ ნატასთან ერთად ვაპირებდი წასვლას? წუხელ სად მოასწარი, ისე გვიან დავიშალეთ.

ნიკა: არაუშავრს, ერთ დღეს გვაპატიოს ნატამ. თან მოგიყვები . ნუ ისეთი არაფერი რა, გზაზე მოხდა.

თან სკოლისკენ მივდიოდით.

მე: ბოლო ბოლო მეუბნები თუ არა?

ნიკა: იცი, ამის თქმა არ მინდოდა, მაგრამ ვფიქრობ უფლება გაქვს იცოდე. ეს აკაკიმ გააკეთა.

მე: რა? აკაკიმ? რატომ?

ნიკა: ეგ მეც არ ვიცი. სახლში მივედი. არ მეძინებოდა და გადავწყვიტე ლუდის საყიდლად გავსულიყავი. მას იმ მხარეს აქვს გზა და შემხვდა. მითხრა, სალაპარაკო მაქვსო და გავყევი. დაკითხვა მომიწყო იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა გამეცილებინე. მე კი ავუხსენი, რომ ეს უბრალოდ მეგობრული საქციელი იყო. რატომღაც ძალიან გაღიზიანებული მეჩვენა, მგონი დალეული იყო. ნუ მოკლედ, ამას ეს შედეგი მოჰყვა.

ამ სიტყვებზე ძალიან ცუდად გავხდი. მერე საშინლად გავბრაზდი. იმდენად რომ ლამის გავგიჟდი. ეს არ უნდა ექნა. აკაკის ეს არ უნდა გაეკეთებინა. ამას არ ვაპატიებ.

ნიკა: ანა ამას იმიტომ გეუბნები, რომ მეშინია. ის თუ სვამს და მერე ასე იქცევა, არ მინდა შენც რამე დაგიშავოს. ძალიან გთხოვ, მოერიდე მას. საშიში ადამიანია გესმის?

მე კი ვაპირებ რომ მოვკლა. ვაწამო და ყველაფერი მივახალო, რაც კი ოდესმე ცუდი მიფიქრია, მითქვია და გამიგონია მასზე. ღრმად ჩავისუნთქე და დავეთანხმე. კლასში ვიჯექი და მერხზე კალმით ვძლადობდი. ლამის გავხვრიტე, ისე ვაჭერდი კალმის ტარს. ნატამ შემანჯღრია და დერეფანში ძალით გამიყვანა.

წითლის ეპოქაWhere stories live. Discover now