ჯერ კიდევ არ იყო მზე სრულად ამოწვერილი,დედაჩემი რომ შემოვიდა და ჩემს ლოგინიდან აყენებას შეუდგა.მანჯღრევდა.
დედა:ანა დე გაიღვიძე,რვა ხდება უკვე.მიდი მიდი ადექი.
თვალები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს და ნელა გადმოვედი საწოლიდან.ნათბილარევს უცებ შემცივდა და უცებ გადავიცვი ჩემი გრძელი მუხლებს ქვემოთ შალის ძოწისფერი კაბა.თმა ასე თუ ისე მოვისწერიგე და ჩემი ოთახიდან ვიწრო ჰოლის გავლით პატარა სამზარეულოში გავედი,რომელსაც ჩვენი ხალხი "კუხნას "ეძახის.იქ, მრგვალ მაგიდასთან დედაჩემი იდგა და გუშინდელ პურზე მარგანინს თხლად უსვამდა.მაგიდასთან დავჯექი, რომელსაც გაფორმებული თეთრი გადასაფარებელი ჰქონდა.ეს დედაჩემმა მოქსოვა ყაისნაღით და ჩვენს მაგიდას ძალიან უხდებდოა.ზუსტად მაგიდის ფერ ხის სკამზე დავჯექი, რომელსაც მაღალი, მომრგვალებული, ზურგი ჰქონდა.დედამ წინ ერთი მარაგნიანიანი პური დამიდო და კეთილად გამიღიმა.მეორე ოთახიდან ბუზღუნის ხმა გაისმა და აგერ ჩემმა ბებიკომ ჩემო უფროსი ძმა გააღვიძა.ოთხივენი მაგიდასთან დავსხედით.ჩემი ძმა ახლახანს გადავიდა მეთერთმეტე კლასში, მე კი მეათეში. ის წელს სკოლას ამთავრებს და მიზეზი იმისა, თუ დღეს რატომ დაგვირღვიეს გამტკბარი იდლია, ისაა რომ დღეს პირველი სექტემბერია.ამ მწირი საუზმის მერე, ოთახში შევდივარ და გუშინ საღამოსვე გამზადებულ, ჩემივე ხელით გაუთოვებულ ტანსაცმელს ვიცვამ.ღია ატმისფერი მაისური მაცვია, რომელიც ახალ წელს მივიღე საჩუქრად და შავი ქვედაბოლო მუხლის სიგრძეზე, რომელიც ბებიამ მე და ჩემს მეზობელს , საუკეთესო მეგობარს და ამასთანავე კლასელს სულ რაღაც, ორი კვირის წინ შეგვიკერა.გზას მარტო ვადგები, აბა ეხლა ჩემს ძმას, უკვე დამამთავარებელი კლასის მოსწავლეს, თავის პატარა დასთან ერთად სიარული როგორ ეკადრება. თანაც როგორც იქნა, მის კლასსაც ეღირსა ეს სტატუსი, როცა ყველას თავი სკოლის ბატონ-პატრონი ჰგონია და პირველ გაკვეთილზე მოვსლა მათთვის, მაგრად "ტეხავს".სამ, ერთმანეთზე მთვრალი კაცივით მიხუტებულ სახლს გავდივარ და ჩემს აწ უკვე ზემოთ ნახსენებ მეგობარ ნატალიას, იგივე ნატას ვხედავ.მასაც, ჩემი არ იყოს შავი ბოლოკაბა აცვია და ახალთახალი მაისური, რომელიც ბიძამისმა მოსკოვიდან გამოუგზავნა.მე და ნატას ეს განგვასხვვებს, ჩვენი ფინანსური სტატუსი. თორემ, დანარჩენი დაბადებიდან ერთად მოვდივართ.ერთმანეთს ისე ვეხუტებით, თითქოს გუშინ ტანსაცმელი ერთად არ აგვერჩიოს.მას ლამაზი, გრძელი თმა დასწორებული აქვს და რომ მამჩნევს, მეუბნება დედაჩემმა დილით უთოთი დამისწორაო. ეს საკმაოდ პოპულარულია ამ ბოლო დროს. თმის დასწორება უთოთი, ოღონდ არ გეგონოთ ეს სპეციალური თმის უთო იყოს. აბა მაშინ, მე რომ თექვსმეტი წლის ვიყავი, ეგეთი რაღაცეები სად იყო.არა ჩემო ძვირფასებო, ეს ჩვეულებრივი ტანსაცმლის უთოა.გზას ერთად ვადგებიდთ და განვიხილავთ ვარაუდებს, ვის რა ეცმება და როგორ იქნება შეცვლილი სამი თვის შემდგე.იმაში ნამდვილად გაგვიმართლა, რომ სკოლა სულ რაღაც ორი უბნის იქით გვაქვს.როგორც კი, გრძელ ორღობეს ამოივლი და მარცხნივ გაიხედავ, დაინახავ დიდროვნად გადაჭიმულ მუქ შინდისფერ ღობეებს, რომელსაც წლებმა ჟანგისფერი მოჰკიდა .ეზოში რომ შეხვალ, მაშინღა ჩნდება თეთრი აქა- იქა საღებავ აცვენილი, ორ სართულიანი სკოლა. დიდი, გრძელი, კიბეებით.მაგრამ აბა, ის რა სკოლა იქნება, გრძელ ეზოს ცენტრში არსებულ მოკენჭილ ბილიკთან რამოდენიმე დიდი ბიჭების "კამანდა" თუ არ ზის და სიგარეტის "ქაჩვით"არ განიხილავს სხვების ამბებს .ამ ჯგუფებში მე და ნატა, რამოდენიმე ჩვენ კლასელ ბიჭსაც ვამჩნევთ. რომელებიც სულ რაღაც შარშან, ჩვენთან ერთად დარბოდნენ ეზოში .ნუ რას ვიზამთ, ესენიც ის მაგარი ბიჭები გახდნენ.საკლასო ოთახი საკმაოდ დიდია.ღია, საზიზღრად ცისფერ კედლებს, აქა-იქა საღებავი შემოსძარცვია.კლასში უკვე შეკრებილან გოგო ბიჭები.თუ დაინტერესდებით, გოგოები უფრო. და ერთამენთს უყვებიან, ვინ რა გააკეთა, რა იყიდა, რა წაიკითხა, ვინ გაიცნო და ა.შ.ჩემს ადგილას ვჯდები, მას შემდეგ რაც ყველას სათითაოდ გადავკოცნი.როგორც კი, კლასში ჩვენი საშუალო ასაკის მასწავლებელი შემოდის, ყველა ადგილზე ჯდება .გაგიკვირდებათ თუ არა, არ ვიცი მაგრამ რა თქმა უნდა, კლასში სრული დასწრება არ არის.გაკვეთილი ახალი სასწავლო წლის მოლოცვით იწყება და ტრადიციულად გრძელდება.დასვენებაზე, როცა უკვე სრულად ვიკრიბებით, ყველა ქაოსურად საუბრობს და თავს იწონებს რით და რით.ხუთ წუთიან დასვენებაზე მე ნატალია და ნუნუ ეზოში ჩავდიავრთ და ორ ჭადარს შორის, ჩვენივე სპორტის მასწვალებლის მიერ ჩადგმულ ხის სკამზე ვსხდებით.ეზო სავსეა ხალხით.პატარები ქაოტურად დარბიან, დიდდები ჯგუფ-ჯგუფად დასეირნობენ და ბაასობენ.ზოგიც, ჩვენსავით მშვიდად ზის და აქაურობას თვალს ავლებს. თავზე ჩვენი კლასელები და სხვა ბიჭები დაგვადგნენ .ეს ისინი, მაგათი ჯგუფი, "კამანდას" რომ წარმოადგენს.
YOU ARE READING
წითლის ეპოქა
Pertualanganაქვითინებული გოგონა ყვირილით ხსნის ხის კარს და სახლში შედის. ნატა:ვაჩე!ვაჩეე! ბებო!ნატო დეიდა!სად ხართ,დაყრუვდით ყველა?! ყველანი მალე იკრიბებიან და გაოცებულები უყურებენ,ატირებულ გაწეწილ გოგოს. ვაჩე:რა მოხდა ნატა,თქვი, რა გჭირს?! ნატა:ანა,ან...