ანა
დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ყველანი სკოლის წინ შევიკრიბეთ. ნატასაც ჩემი არ იყოს, პატარა ზურგ ჩანთა ჰქონდა მოკიდებული მხარზე. ალბათ ხვალ დავრჩებით და ზეგ წამოვალთ. ერთი რაც ვიცი ისაა, რომ მათთან ერთად არ მინდა ყოფნა. ეს იგივეა საკუთარი ნებით მივიყენო ტკივილი. ნატას რომ არ დაეჟინებინა, უარს ვიტყოდი, უკაცრავად მაგრამ მაზოხისტი ნამდვილად არ ვარ. ყველანი რომ შევგროვდით გადავწყვიტეთ, რომ ორი მანქანით წავსულიყავით. აღმოჩნდა, რომ მე და ნიკა ვსხდებით აკაკის და თეკლესთან. სრული ბედნიერებისთვის ესღა მაკლდა. ისედაც გამოუძინებელი, ნერვებ დაწყვეტილი, ახლა თეკლე და აკაკი ერთად. ისეთი სახე მქონდა, ვინმე იფიქრებდა, რომ ძალით მივყავდი სასიკვდილოდ. დავიძარით თუ არა, მაშინვე კუთხეში მივჯექი და პატარა, ნახევარწრის ფორმის ფანჯრიდან დავიწყე თბილისის დათვალიერება. საოცარი სიჩუმე იყო, თეკლემ კი მისი დარღვევა გადაწყვიტა. ყურებაში წუილი რომ ჩამესმა, მივხვდი ასეთი მელოდია იყო და თვალები მაგრად დავაჭირე ერთამენთს. საერთოდ ვინ უსმენს ამ საშინელებას? ეს რაღაც თურქულის და აზერბაიჯანულის ნარევია. ჩასაბერი ინსტრუმენტების კომბინაცია ტვინს მატკივებს. სერიოზულად? თავში გამიელვა მომენტმა, თუ როგორ ბუზღუნებდა აკაკი ამ სტილის სიმღერების გამო ლევანთან, რადგან ლევანსაც მოსწონს ასეთი რაღაცეები. და ამბობდა რომ ასეთი სიმღერები მის ფსიქიკას ანადგურებდა. ახლა კი ღიმილით უყურებდა თეკლეს, რომელიც ტანს აყოლებდა მუსიკას. სავარძელს მივეყუდე, თვალები მოვხუჭე და თავის ტკივილი დავაიგნორე. და ქუთუთოების ახელა ისე ვინანე, როცა აკაკის ხელი თეკლეს მუხლებზე მოთამაშე დავინახე, მეგონა რომ უბრალოდ ამაზე უარესი აღარ არსებობდა. ყელში დიდი ბურთი გამეჩხირა და ვერაფრით მოვახერხე მისი მუცელში დაბრუნება. ვოცნებობდი, რომ დროზე გაჩერებულიყო ეს მანქანა და მათი საყვარელი ჭუკჭუკისთვის აღარ მომესმინა. თავი ასე არასაჭიროდ, უჩინრად არასდროს მიგვრძნია. როგორც იქნა მივედით აგარაკზე. მანქანიდან გადმოვხტი და ცივი ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. უკან მალევე მოგვყვა მეორე მანქანაც. აქაურობას თვალი მოვავლე. ამასობაში ნატაც ამომიდგა გვერდით.
YOU ARE READING
წითლის ეპოქა
Aventuraაქვითინებული გოგონა ყვირილით ხსნის ხის კარს და სახლში შედის. ნატა:ვაჩე!ვაჩეე! ბებო!ნატო დეიდა!სად ხართ,დაყრუვდით ყველა?! ყველანი მალე იკრიბებიან და გაოცებულები უყურებენ,ატირებულ გაწეწილ გოგოს. ვაჩე:რა მოხდა ნატა,თქვი, რა გჭირს?! ნატა:ანა,ან...