ნაწილი 17

50 1 0
                                    

ანა

მას შემდეგ რაც აკაკის და ლევანს ველაპარაკე, სახლში წამოვედი. ჩვენ მართლა ვეცადეთ დაგვერწმუნებინა ის ,რომ ნატას დალაპარაკებოდა. იმედია ყველაფერი კარგად იქნება. მეორე დღით ზუსტად 8:30-ზე გავედი გარეთ და ნატაც იქ დამხვდა. უკვე მიკვირს კიდეც მომღიმარს რომ ვხედავ. დღეს თავისებურად ბედნიერია და ეს ისე მიხარია, ლამის ვიკივლო. ისევ ტიტინებს და ემოციებით მელაპარაკება. ის კი ვერ დავაცდენინე რატომაა ასე. მაგრამ ამას ვინღა ჩივის, ოღონდ ჩემი მეტიჩარა კარგად იყოს და სულ ნურაფერს მეტყვის. არა, მე კი მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ორმა ილაპარაკეს, მაგრამ ნატას აღიარებას დაველოდები. სკოლის დღემ კარგად ჩაიარა. გამოსვლა რომ დავაპირეთ ეზოდანვე დავინახე სკოლასთან შეკრებილი ბიჭები. მათ შორის კი აკაკი, ლევანი და მათე. ახლა კი გავიგებ სიმართლეს. ნინაც იქვე ტრიალებდა და ჯერ ის მოვიკითხეთ. მერე სამივე ქუჩისკენ წავედით. ბიჭები დანარჩენებს გამოეყვნენ.

აკაკი: ვაა გოგოები, როგორ ხართ? ნატა მიხარია რომ გამოჯანმრთელდი.

ნატა: მადლობა აკაკი. შენ როგორ ხარ?

აკაკი: მეც ვარ რა.

მათე: აუ რადგან ესე ყველა ერთად შევიკრიბეთ, სადმე წავიდეთ რა?

ნინა: აუ რა კაი იქნება. ცოტა დავისვენებთ.

მე: ცუდია, დიდი ხნით წასვლა რომ არ შეგვიძლია.

აკაკი: ხოდა ახლა სალხებში დავიშალოთ და ცოტა ხანში ქალაქ გარეთ გავიდეთ სადმე. ერთი ორი საათით მაინც.

ლევანი: კარგი აზრია, თქვემ რას იტყვით?

ნინა: მე მოვდივარ .

მე წასვლა მინდა. ნატას გავხედე. იმანაც თავი დამიქნია.

მე: ჩვენც მოვდივართ.

ლევანი: მშვენიერი. მაშინ ერთ საათში გამოგივლით კაი?

მათე: მე და ნინა ჩემი მანქანით გამოგყვებით უკან. თქვენ გოგოები წამოიყვანეთ.

წითლის ეპოქაWhere stories live. Discover now