ნაწილი 24

50 1 0
                                    


ავტორი

ნატას დილით უცნაურად ადრე გაეღვიძა და როცა მათ ტერიტორიაზე მეგობარი ვერ იპოვა, გადაწყვიტა პირველ სართულზე ჩასულიყო. დერეფანში აკაკი შეხვდა.

ნატა: გამარჯობა აკაკი.

აკაკი: უი ნატა რა ადრე ამდგარხარ.

ნატა: ხო რავი გამეღვიძა. ანას ვერ ვპოულობ და ხომ არ დაგინახავს?

აკაკი: ანა? ანას გუშინ მოვკარი თვალი მისაღებში. ძალიან გვიანი იყო, წყლისთვის ჩავედი, იატაკზე იჯდა და ყურადღება არ მიმიქცევია.

ნატა: რა? რას ნიშნავს შუა ღამით იატაკზე იჯდა? აკაკი რატომ არ მიხვედი მასთან, იქნებ რა სჭირდა?

აკაკი: კარგი რა ნატა, ანა უკევ დიდი გოგოა, მიხედავს საკუთარ თავს.

ნატა: ილოცე რომ ანა იქ არ დამხვდეს სადაც დატოვე.

გოგონა ანერვიულებული დაეშვა კიბეებზე. აკაკიმ თავიდან იფიქრა, დავაიგნორებო, მაგრამ შემდეგ თვითონაც უკან მიჰყვა ნატას. და როცა მისაღებში შევიდა, ისე ინანა წუხანდელი, ამ გრძნობამ მთელი სხეული მოუწამლა. ანა იატაკზე უგონოდ ეგდო. ისედაც თეთრს, ფერი სულ დაეკარგა. ტანზე შორიდანაც შეამჩნევდით სიცივისგან გაჩენილ ხორკლებს. ოთხად იყო მოკეცილი და ტუჩებზე ლურჯი ფერი დაჰკრავდა. ნატა მაშინვე მას მიჰვარდა.

ნატა: ანა! ანა გაიღვიძე! ანა გეხვეწები გაიღვიძე!

მთელი ძალით ანჯღრევდა უგონოდ მწოლიარე ანას. აივნის ბორდოსფერი ფარდა კი ქარისგან ფრიალებდა. ბიჭს ისე შეეშინდა, ანას რომ რამე დამართნოდა, სინდისი არასდროს მოასვნებდა.

ნატა: ანა! აკაკი რას მიყურებ წყალი მოიტანე.

ბიჭიც რობოტივით ინსტიქტურად გავიდა სამზარეულოში და ჭიქით წყალი შემოიტანა. ნატამ ჯერ ხელით მიაწუწა და გონზე რომ ვერ მოიყვანა, შემდეგ მთლიანი ჭიქა წყალი ზედ შეასხა ისედაც გაყინულ გოგოს. ანამ კი ამოიკივლა და იატაკს მოსცილდა. აქეთ-იქით დაბნეული აცეცებდა თვალებს და სიტუაციის აზრს რომ მიხვდა, ტორილი აუვარდა. მაშინვე ჩაიკრა ნატამ გულში.

წითლის ეპოქაWhere stories live. Discover now