ნაწილი 8

72 2 3
                                    

აკაკი
იმ დღეს, ნამდვილად მივქარე,როცა ყველაფერი მივახალე ანას რასაც ვფიქრობდი.იგი ამას არ ელოდა ჩემგან და ნამდვილად გავაკვირვე.იმის შემდეგ, სულ თავს მარიდებს სადაც კი არ უნდა ვნახო,ყველგან გარბის .მე მინდა, რომ დაველაპარკო და ყველაფერი ავუხსნა, მაგრამ ამის საშუალებას არ მაძლევს.მისიც მესმის, როგორ შეიძლება, ვინმეს ჩემთან ამ სახის ურთიერთობა უნდოდეს, როცა მთელი ქვეყანა ჩვენზე ათას საშინელებას ჩურჩულებს.მაგარმ უნდა მომისმინოს.მე არ მინდა, მისი დაკარგვა. მას ვერ დავკარგავ.ის, ჩემი გულქვა ანიკოა და მორჩა.კონცერტზე ცუდად, რომ გახდა მართლა შემაშინა, ფერი არ ედო სახეზე .ამის გამო გაუმართლათ იმ ს***ბს, რომ არ დავხოცე.ისევ გააგრძელა ჯიუტობა და ბოლოს ვიჩხუბეთ, მაგრამ გადავწყვიტე რომ დღეს უნდა დაველაპარაკო.მანქანაში ძალით ჩავსი.ეს თავიდან ბავშვურ გაწამაწიას ჰგავდა,მაგრამ ის საშინელ ისტერიკაში ჩავარდა. საერთოდ არ ჩერდებოდა და ვერ ვაწყნარებდი.არ ვიცი, რა მომემტში, მაგრამ გონება გამეთიშა და კონტროლი დავკარგე.ვერ ვიაზრებდი, რატომ ვყვიროდი.გონს მაშინღა მივედი, მისი აცრემლიანებული თვალები  და აკანკალებული ტუჩები რომ დავინახე.გონება სულ გამეწმინდა და აზრზე მოვედი.მე, ანიკო შევაშინე და ვატირე.თავი საშინლად ვიგრძენი.ჩემი ანიკო შევაშინე.იმდენად, რომ იფიქრა გავარტყამდი.ეს საშინელი გრძნობაა, თვით გულქვა ანიკოსაც შეეშინდა ჩემი.ახლა ისიც წყნარად იყო და მეც. მაგრამ სალაპარაკოთ, კარგი დრო არ არის.სახლში მივიყვანე.მას ჩემი ხელის გამოძრავებისაც კი ეშინოდა.ჩემი სულელი გოგო.როგორ შევაშინე.მართლა ვამბობ, ძაან ვნანობ.სრული იდოტობა ჩავიდინე.სახლში შევიდა.ამ დღის შემდეგ, ანას აღარ უჯიუტია.ჩვეულებრივ გააგრძელა მოქცევა, ისე თითქოს, ის დღეები არც ყოფილა არც თავს მარიდებდა .უბრალოდ ხშირად არ მელაპარაკებოდა და თავისებურად აღარ მკბენდა.და ყველაზე საშინელება ის იყო, რომ მას ჩემი ეშინია, ძალიან ეშინია.იმდენად, რომ მის სიახლოვეს, თუ უბრალოდ გავმოძრავდები, თვალებს მაგრად ხუჭავს და მუშტის ოდენაზე პატარავდება.ამას მერჩივნა, რომ ჩემთვის გამარჯობა არ ეთქვა და ისე მოქცეულიყო თითქოს არ ვარსებობ, ეს უფრო მტანჯავს, ჩემ გულქვა ანიკოს, ჩემი ეშინია. იმისი ეშინია, რომ თავისებურად წამკბინოს და ლამაზი მწვანე თვალები სიცილით აატრიალოსა.ყველაფერი უარესადაა.ძალიან მინდა დაველაპარაკო, მაგრამ მგონი ამით უარესს ვიზამ.არ მინდა, რომ ჩემი ცხოვრებიდან წავიდეს.ჩემი გულქვა ანიკო მინდა, ჩემს ცხოვრებაში.ლევანმა ბევრი მთხოვა, მაგრამ საჭესთან კლუბიდან გამოსული მაინც დავჯექი.ეს არ მადარდებს, მაინც არავინ გამაჩერებს.გზა გადატვირთული არ იყო.უკან ტაქსით ლევანი მომყვებოდა და მათეც იქ იჯდა.მართლა ვდარდობ ამ ყველაფერზე .ჩემს ანიკოზე ვდარდობ.ამ ყველაფერზე ფიქრიდან თვალებში მკვეთრმა სინათლემ გამომაფხიზლა და ვერაფერი მოვასწარი. იმისთვის, რომ მომავალი ტრაილერისთვის გვერდი ამევლო.

წითლის ეპოქაWhere stories live. Discover now