დილით რამდენადაც შესაძლებებლი იყო გვიან ავდექი. ვიცი, რომ კარის გახსნის შემდეგ ის ნაძირალა უნდა დავინახო და უკვე ნერვები მეშლება. საშინლად ვარ მართლა. ასე როგორ უნდა მოვიქცე. აკაკი ამას არ იმსახურებს. ასეთი სისულელეები რანაირად ვუთხრა. მეზიზღება? რა სისულელეა. მაინც მომიწია სახლიდან გასვლა და იქ ყურებამდე გაკრეჭილი ნიკა დამხვდა. გამარჯობა არ მითქვამს გზა განვაგრძე, ისიც უკან ამყვა. რაღაცეებს მეუბნებოდა, მაგრამ საერთოდ არ ვუსმენდი, აი საერთოდ. უცებ გამაჩერა და ჩამეხუტა. ხელის კვრა დავაპირე , მაგრად რომ დამიჭირა.
ნიკა: გაჩერდი, აკაკი გვიყურებს. რომ გავივლით, იცოდე ზედაც არ შეხედო გასაგებია. ისე მოიქეცი თითქოს ვერც ამჩნევ და ძაან ბედნიერი ხარ.
თავი ნელა დავუქნიე. მომშორდა, მაგრამ ხელს მიჭერდა მაჯაზე. აკაკის რომ შევხედე, სულ რაღაც წამით, ისეთი სახით მიყურებდა, მეგონა აქვე მოვკვდებოდი. ისეთი ცუდი გრძნობა იყო. მაშინვე მოვისრიდე მზერა და გავიცინე. თითქოს ბედნიერი ვარ. ეს აკაკის გამო უნდა გავაკეთო. ახლა ტირილი მინდა. ალბათ როგორ სწყინს ასე რომ ვიქცევი. ბოდიში აკაკის , მაგრამ ამ დამპალმა სხვა გზა არ დამიტოვა. სკოლის კართან გამაჩერა და ლოყაზე მაკოცა. იდიოტი, ნაძირალა, ნაბიჭვარი. ვნახავ ცალკე და მოვუვლი ამას. მე ხომ ვთქვი, რომ ეს ზედმეტი მიახლოვები არ იქნება. ეზოში შევედი აკაკიმ რომ დამიძახა და წამში ჩემს წინ გაჩნდა. რამოდენიმე წამი, ისე მიყურებდა, მზერით მხვრეტდა. მიდი ანა, შენ ამას შეძლებ. აკაკი გამო უნდა შეძლო.
აკაკი: გამარჯობის თქმა დაგავიწყდა.
მე: ვერ გავიგე რა გინდა. ის, რომ მზერა აგარიდე, იმას ნიშნავს, რომ შენი დანახვაც არ მინდა. შემეშვი.
შევტრიალდი. ახლა მართლა ვიტირებ. ეს იდიოტი მთხოვს, რომ სამი კვირა მინიმუმ ესე ველაპარაკო აკაკის? მოვკვდები ასე.
აკაკი: და იმ ნაძირალას დანახვა გინდა?
მგონი მან რაღაც იცის ან კიდევ ეჭვობს რაღაცას. ეს არ უნდა დავუშვა.

YOU ARE READING
წითლის ეპოქა
Avventuraაქვითინებული გოგონა ყვირილით ხსნის ხის კარს და სახლში შედის. ნატა:ვაჩე!ვაჩეე! ბებო!ნატო დეიდა!სად ხართ,დაყრუვდით ყველა?! ყველანი მალე იკრიბებიან და გაოცებულები უყურებენ,ატირებულ გაწეწილ გოგოს. ვაჩე:რა მოხდა ნატა,თქვი, რა გჭირს?! ნატა:ანა,ან...