ნაწილი 16

50 3 1
                                    

ავტორი

გოგო გაოცებული იყო. არ იცოდა რა ეთქვა. არც ის იცოდა როგორ ემართლებინა თავი. ახლა გამოდის, რომ ლევანს ტყუილი უთხრა საკითარ  გრძნობებთან დაკავშირებით. მაშინვე მოსცილდა ბიჭს.

ნატა: რ-რა?

ლევანი: ჰო, ყველაფერი გავიგე რაც თქვი. ნატა რა ხდება? რას ცდილობ ვერ ვხვდები. არ ფიქრობ რომ რაღაცეები გაქვს სათქმელი?

ნატა: მე არ მინდა ამაზე ლაპარაკი.

ლევანი: არაუშავრს მე მინდა.

ნატა: მაძალებ?

ლევანი: არა, გავალდებულებ. მოდი დავსხდეთ. შენ მომიყვები რა ხდება შენს თავს.

დივანზე დასხდნენ. ნატა ჩაფიქრდა, რა უნდა ეთქვა ახლა. არ უნდა ლევანი ისევ დაზიანდეს. თუ სიმართლეს გაიგებს შედეგი აქამდე აუცილებლად მიგვიყვანს. რამე უნდა მოიფიქროს აუცილებლად. და უცებ მშვნიერი იდეა დაებადა.

ნატა: კარგი მოგიყვები. არ მინდოდა ასე გამოსულიყო, მაგრამ სხვა გზას არ მიტოვებ. მოკლედ, იმ დღეს სისულელეები ვიბოდიალე. შეშინებული ვიყავი, შენ მძიმე სიტუაციაში გნახე და თავი დავიდანაშაულე. ამის ფონზე ვილაპარაკე ის რაც, სიმართლე არაა. ასე რომ , რაც შენ გაიგე უბრალოდ ემოციებს აყოლილი ადამიანის მონაბოდია და სხვა არაფერი. დიდი ბოდიში მაგისთვისაც.

დაინახა როგორ გაუნელდა თვალებში ის ცეცხლი. სევდაც ამოიკითხა და იმედგაცრუებაც ამჯერად.

ლევანი: კარგი. მე მაპატიე არასწორედ გავიგე ყველაფერი და უხერხულ სიტუაციაში ჩაგაგდე. არაუშავს ყველაფერი რიგზეა.

ჩუმად ისხდნენ. ასე უხერხულად არასდროს არავისთან არ ყოფილა არცერთი. ანა და აკაკი დროულად გამოჩნდენ და ისევ აახმაურეს დაძაბულობით სავსე ოთახი. აკაკიმ მალევე წამოიყვანა გოგოები. ნატა ძალიან ცუდ ხასიათზე იყო. მარტო სახლში ყოფნა და ტირილი უნდოდა. მან ისეთი ცუდი ტყუილი თქვა, მაგრამ სხვა გზა მართლა არ აქვს. წარმოიდგინეთ ლევანს მის გამო რამე რომ დაემართოს, მერე რა მოხდება. ეს სრული საშინელება იქნება. ამიტომ ჯობია ისე იყოს, როგორც ახლაა. ოთახში გამოიკვეტა და დაწვა. არაფრის გაკეთების სურვილი აღარ აქვს, ან როგორ უნდა ჰქონდეს. მისი საოცნებო ადამიანისგან ორმხრივი გრძნობები მიიღო და იძულებულია ამაზე უარი თქვას. თვითონ აქ დაიტანჯოს და ლევანი იქ. თითქოს ყველაფერი რუტინას დაუბრუნდა. სკოლაში უშიშრად დადიან. იცინიან და ერთობიან. მაგრამ ერთი რამ შეიცვალა თან ისეთი რამ, რომ ნატამ არც კი იცის, ისევ
ძველი ცხოვრება ხომ არ ურჩევნია. ეს კი ლევანია. მას ისე იშვიათად ხედავს. თითქმის კვირაში ერთხელ ან მაშინაც ვერა. როცა ერთმანეთს ხედავენ, ლევანი აღარ უყურებს და თავს ერთად ცუდად გრძნობენ. ეს ნატას ძალიან სტკენს. არ უნდა რომ ასე იყოს. რა საშინელია ეს ცხოვრება. ანა ამ ყველაფერში საკმაოდ გვიან იხედება და მაშინვე ურჩევს ნატას, რომ ლევანს დაელაპარაკოს. გოგოს განა არ უნდა მაგრამ... ახლა სულხანიც მშვიდადაა ციხეში, მისი ძაღლებიც მშვიდად არიან. იქნებ შეეშვნენ კიდეც. იქნებ შეძლონ ბედნიერება. თან მართლა უკევ აღარ შეუძლია ლევანის ასე ყურება. თითქოს ნატა არც კი არსებობს. ანა სულ აწყნარებს, გვერდში უდგას ნატას , მაგრამ მას ახლა ყველაზე მეტად ლევანი უნდა. ნატალის ოთახში ისხდნენ. წესით ჯგუფურ პროექტს აკეთებდნენ, მაგრამ ნატა ისე იყო გართული ფიქრებში, რომ უკვე ერთი სათია ფანქარს თლიდა.

წითლის ეპოქაWhere stories live. Discover now