ნაწილი 15

41 1 0
                                    

ავტორი:

სრულიად სიშავიდან ფერები ოდნავ ბაცი გახდა და ბოლოს საშინლად აკაშკაშდა. უცნაური ხმაური ესმოდა და ბოლოს ეს ხმები ნატას ხმაში გაერთიანდა. მძიმედ დააჭირა თვალები ერთმანეთს რათა საზიზღრად ყვითელ განათებას შეჰგუებოდა.გოგოს სიტყვებმა გული აუჩქარა. ნატა გაუაზრებლად მოეხვია ბიჭს. ცოტა ატკინა კიდეც.

ნატა: ლევან!! როგორ გვანერვიულე. რა კარგია რომ გაიღვიძე!! კარგად ხარ.? ექიმეს დავუძახებ გინდა?!

ლევანი: არ მინდა ნატა ნუ ღელავ. კარგად ვარ.

ნატა: მართლა კარგად ხარ? იცი როგორ შემეშინდა? აუ ძაან დიდი ბოდიში, მაპატიე რა. ყველაფერი ჩემს გამოა. აბა ამას სხვა ვინ ჩაიდენდა თუ არა სულხანის ბიჭები?! ოღონდ ეხლა მაპატიე და ეხლა რომ გავქრები, ახლოს აღარ გაეგკარები მართლა. სანამ ვინმეს რამე დაგემართათ ეს პრობლმა უნდა მოვაგვარო. ძაან დიდი ბოდიში რა.

ლევანი: კარგად ვარ ნუ გეშინია. ბოდიშს რატომ მიხდი? შენ არაფერი არ დაგიშავებია, საერთოდ მართლა. მაგაში კი ხარ მართალი. სხვა არავინ იზამდა მაგას. ნუ სულელობ ნატა, რას ქვია გაქრები და აღარ დამენახები?  შენ რით აპირებ მოგვარებას? ეგ აღარ გაიმეორო თორემ ძალიან გაგიბრეაზდები, მართლა გაგიბრაზდები იცოდე.  

ნატა: კარგი ხო ჩუმად ვარ. წავალ ექიმს დავუძახებ გაგსინჯონ. 

ლევანი: აუ არ მინდა რა. დარჩი შენ არ მინდა ექიმი. 

ნატა: არ შეიძლება ეგრე. უნდა გაგსიჯონ, წამლები დაგალევინონ და კიდე რავიცი რა. მარე სვებიც გნახავენ რა. გავალ ეხლა მე. 

ნატამ ყველას ახარა, ლევანმა გაიღვიძაო. ყველას ისე გაეხარდა. ექიმმაც გასინჯა და თქვა კარგადაა, ბეწვზე გადარჩაო. ყველამ სათითაოდ ნახეს. ბედნიერები გამოვიდნენ, აკაკი ისეა გახარებული, დაფრინავს, ცხადია ანაც ბედნიერია , პირველ რიგში იმიტომ, რომ ლევანია კარგად და მეორეც ნატაა კარგად, ბედნიერია და მშვიდადაა. ოჯახის წევრები წავიდნენ, ლევანს ჯერ მაინც ერთი–ორი დღე ვერ გამოწერენ აქედან. ნივთებს მოუტანენ და შემოუვლიან მერე. აკაკი, ანა და ნატა დარჩნენ. საღამო იყო და მალე ნახვის საათები ამოიწურებოდა.  ანამ ნატა ძლივს წაიყვანა,ჩვენს აქ ყოფნას აზრი მაინც არ აქვს, ცოტა დავისვენოთ და როგორც კი გათენდება, ისევ მოვბრუნდეთო.აკაკიმ გაიყვანათ და თვითონ უკან დაბრუნდა. ღამე დერეფანში გაათენდა და დიდად ტკბილად მეძინაო ვერ დაიკვეხნის, მაგრამ მთავარია ლევანი იყოს ეხლა კარგად და დანარჩენს ვინ ჩივის.  ანას სულ არ გაუკვირდა, მზე სულ ახალი ამოწვერილი რომ იყო ნატა რომ დაადგა თავზე. საყვარლად ჩაეღიმა, თვითონაც უკვე გამზადებული იყო, ზუსტად იცოდა ნატას მოუთმენლობის ამბავი. მალევე მივიდნენ საავადმყოფოში, აკაკი ახალი გაღვიძებული იყო და გამოსაფხიზებლად გრძელ ნაცრისფერ დერეფაბნში დადოდა.  გოგოებმა ხილის პარკები ექთანს მიაწოდეს. ყველანი ბუფეტში დასხდნენ მრგვალ მაგიდასთან. 

წითლის ეპოქაWhere stories live. Discover now