რას ნიშნავს მარტო ყოფნა?
ადრე გამიგია ამბობდნენ "მარტო ვარ..." მაგრამ მათ ჰყავდათ ოჯახი, მეგობრები...
მარტო ყოფნა? ალბათ ყველასთვის სხვადასხვაა... ზოგი შეიძლება მარტო იყოს, რადგან ოჯახი დაკარგა, ზოგი მეგობარმა მიატოვა... მაგრამ როგორია მარტოობა, როცა ყველა გვერდში გყავს? ან მაშინ, როცა არ იცი ვინ გყავს? როცა არავინ გახსოვს და არც გკითხულობს ვინმე?
ბევრჯერ მიფიქრია ამაზე. იქნებ სიტყვა "მარტო" არ ნიშნავს მხოლოდ "მარტოობას". შეიძლება ეს ბევრმა ვერ გაიგოს...
თავს ყოველთვის მარტო ვთვლი. შეიძლება მყავს ახლობლები, ოჯახი... მეგობრები, რომლებსაც შემიძლია ყველაფერი ვუთხრა, მაგრამ რატომღაც არავის არაფერს ვუმხელ. ვიცი, ვერ გამიგებენ. ვიცი, როცა გაიგებენ ჩემს გრძნობებზე მობეზრდებათ მოსმენა, ან მოისმენენ, მაგრამ აზრს ვერ გაიგებენ...
ამიტომ, საუკეთესო მეგობარმაც კი თითქმის არაფერი იცის ჩემს შესახებ. რა თქმა უნდა ამასაც ვარკვეული მიზეზები აქვს, ეს კი ჩემს ცხოვრებასთან არის დაკავშირებული. ნელ-ნელა ყველფერს ვიტყვი...
***
-სახელი?
-ადელაიდი.
-გვარი?
-მორგანი.
-მუშაობის გამოცდილება?-კითხვებს თეთრულვაშიანი მამაკაცი მისვამს, მკაცრი და სერიოზული ხმით. მე კი ეს გარემო სულაც არ მეჩვენება სერიოზულად. ალბათ იმიტომ რომ ეს მე ვარ... მე და ბუნებას კი ერთმანეთთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს.
მუშაობის გამოცდილება?! ჯერ მხოლოდ 21 წლის ვარ და არამგონია ათწლიანი გამოცდილება მქონდეს... ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი პირველი სამსახურია, მაგრამ არ მიყვარს ასეთი კითხვები... მიუხედავად ამისა ღრმად ჩავისუნთქე და საუბარი გავაგრძელე.
-ორი წელი მიმტანი ვიყავი ერთ-ერთ რესტორანში, მერე კი რამდენიმე თვე ვიყავი ძიძა.-გავიღიმე.
-რამდენინე თვე?-ეჭვის თვალით შემომხედა. ეს კაცი ჩემს ნერვებზე თამაშობს! კითხები კი არ ეწურება...
-დიახ-სერიოზული ხმით ვუპასუხე.
-რატომ გაგათავისუფლეს?-უცნაურად შემათვარიელა, მე კი ჩამეცინა. რატომ გამათავისუფლეს?
-ზედმეტად ბევრი და უაზრო კითხვაა...-ჩავილაპარაკე,-პირობები არ მომწონდა და სწავლის გაგრძელება მინდოდა, ამიტომ თვითონ წამოვედი,-გავუღიმე, თუმცა მეტყობოდა, რომ სულ არ მეღიმებოდა.
-საღამოს დაგირეკავთ,-თქვა მან და მეც თავის დახრით დავემშვიდობე.მოსამსხურე... ვერ იტყვი, რომ საუკეთესო სამსახურია, მაგრამ არამგონია ძალიან ცუდი იყოს... სახლის დალაგება, საჭმლის მომზადება...-ამას ხომ ისედაც ვაკეთებ, ალბათ არ გამიჭირდება. როგორც იმ კაცმა მითხრა სახლში პატარა ბავშვიც ყავთ, ესეც სახალისოა, მიყვარს ბავშვები. პატარა, უცოდველი არსებები, რომლებიც დედის კალთას არიან ამოფარებულნი... მაგრამ არ ვიცი სად არიან მისი მშობლები. ალბათ ამასაც მალე გავიგებ. ერთადერთი, რაც შეიძლება ხელის შემშლელი იყოს, ეს კიდევ ერთი, ან შეიძლება ერთადერთი მამაკაცია ოჯახში.
ზედმეტად არ ვიფიქრებ ამაზე, და არც გეგმებს დავაწყობ. მგონი სჯობს სხვა ვარიანტიც მოვნახო, თუ აქ არ ამიყვანენ...
მიუხესავად იმისა, რომ სხვა სამსახურზეც ვფიქრობდი, როგორც კი სახლში შევედი და საწოლზე გადავწექი. მინდოდა არაფერზე მეფიქრა. მაგრამ არ გამომდიოდა. არაფერზე ფიქრი ძალიან რთულია, შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე რთული რამაა... როცა ვცდილობ არაფერზე ვიფიქრო უფრო მეტ რამეზე ვფიქრობ, ვიდრე მაშინ როცა რაიმე კონკრეტულზე მჭირდება დაფიქრება.
ახლა რაზე ვფიქრობდი? ახლაც ის დამემართა, რაც ყოველთვის-ვფიქრობდი არაფერზე და ყველაფერზე ერთდროულად.
ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები, ჩემი ცუდი წარსული, და ჩემი ახალი ცხობრება მეგობრების, ოჯახისა და ნათესავების გარეშე. მართალია არ ვიცი რა ხდებოდა წარსულში, რადგან არაფერი მახსოვს გარდა ერთი მომენტისა. როგორ მიდგას წინ ვიღაც დანით ხელში, მერე კი დანა წითლად იღებება და მე გონებას ვკარგავ. მაგრამ დარწმუნებული ვარ მყავდა ოჯახი, ახლაც მყავს უბრალოდ არ იციან სად ვარ... ზედმეტად მიამიტი უნდა ვიყო ასე რომ ვფიქრობდე, მაგრამ არაა ასე, უბრალოდ მინდა ვიღაც მყავდეს გვერდში...სტაილსი ჩემთვის უკვე ნაცნობი გვარია. არ ვიცი აქამდე რამე კავშირი თუ მქონდა მათთან, მაგრამ ახლა თუ გამიმართლებს მათთან ვიმუშავებ. ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი კი ჩემი უფროსი იქნება...
აი კვლავ არაფერზე ფიქრით, ყველაზე დიდ რამეებზე ფიქრი დავიწყე... ფიქრი კი ტელეფონის ზარმა გამაწყვეტინა.
-გისმენთ...-დაღლილი ხმით ვუპასუხე.
-დილით, შვიდ საათზე გელოდებით,-გაისმა ბოხი ხმა, მერე კი ტელეფონი გაითიშა.
YOU ARE READING
If I Could Fly (Completed)
Fanfictionფრენა რომ შემეძლოს შენთან მოვფრინდებოდი, უკან დავბრუნდებოდი სადაც ერთად ვიყავით. სადაც არ არსებობდა ეჭვი და სიბოროტე... შენ ხომ ერთადერთი ხარ, ვისაც მივეცი საშუალება ჩემთან სიახლოვის, ვინც შევიყვარე...