გული მტკიოდა. მთელი დღის განმავლობაში ჰარის მიმართ მხილოდ ზიზღს ვგრძნობდი. არა ისეთ ზიზღს, რომელსაც მტრები გრძნობენ ერთმანეთის მიმართ. არა. ბავშვები რომ უბრაზდებიან ერთმანეთს, აი ისეთს...
ჰარის თავი ჩემს კისერში ჩაერგო და ვიგრძენი რამდენიმე ცხელი ცრემლი როგორ დამეწვეთა მაისურზე. მერე კი უცნაირი ხმა გავიგე, ხითხითს ჰგავდა.
იცინოდა. ჰარი იცინოდა.
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს მე დამცინოდა.
-შენ...-ჩაილაპარაკა ხითხითით და ხელები მომაშორა.რას ვგრძნობდი?
მეც არ ვიცი.
ბევრჯერ მიგრძვნია რომ გამაცურეს, მაწყენინეს, მატკინეს, მაგრამ ასეთი არაფერი განმიცდია... ახლა თითქოს ყველაზე დიდი იმედი გამიქრეს. გული მეტკინა? ეს ალბათ იმის მეასედიც არ იყო... ვგრძნობდი რომ გამომიყენა. ჰარიმ გამომიყენა.
რა უნდა მექნა? იყო ორი ვარიანტი. პირველი-შერცხვენილს მეყურებინა ჰარისთვის და მიმეცა უფლება ბოლომდე დავემცირებინე. მაგრამ ამას ვერ ვიზამდი. ამის უფლებას ვერავიდ მივცემდი. ამიტომ მეორე ვარიანტი ავარჩიე-მეთამაშა ჰარის წინააღმდეგ.იცინოდა. ეს მაშინებდა და უფრო მტკენდა გულს, მაგრამ ყველაფერი ფეხებზე დავიკიდე, გავიღიმე და ხელები ერთმანეთს შემოვკარი.
-კარგი სცენა იყო!-წამოვიყვირე კმაყოფილმა. საბედნიეროდ კარგი მსახიობი ვარ და ეს ჰარიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი მზერით. ირონიულად იცინოდა, თუმცა მის თვალებში გაკვირვება იხატებოდა.ერთხელ მახოვს დედას სახე. ასე გამოიყურებოდა. იცინოდა, მაგრამ ნერვიულობდა... მაშინ სახლში ვიღაც კაცი იყო, არ ვიცი ვინ. დედას რაღაც უთხრა, მაგრამ ესეც არ მახსოვს. დედამ მაშინ ოთახში მთხოვა ასვლა მაგრამ დღემდე, ყველაფრის მიუხედავად მახსოვს მისი ტკივილით სავსე თვალები.
ჰარის ვუყურებდი, თვალი არ მომიშორებია, თუმცა ვერ შევამჩნიე როგორ გაქრა გაკვირვება მის უსასრული, მწვანე სივრცეში. მის თვალებში დაიმალა, გაუჩინარდა...
-გეთანხმები!-ხმამაღლა გადაიხარხარა. აი, ისევ. ისევ ცდილობს ჩემს ნერვებზე თამაშს. გამოსდის კიდეც, მაგრამ ამას არ დავანახებ! ასე არასდროს მოვიქცევი.
-აშკარად დაიჯერე!-უკვე ღილიმით მითხრა. კმაყოფილი ღიმილით რაც ხელს მიშლიდა გამერკვია მატყუებდა, თუ მართლა გამაცურა...
-ჩემი ცრემლების არავის სჯერა,-თითქოს ნაწყენმა თქვა,-მაგრამ შენ დაიჯერე...-ღიმილით თქვა, ჩურჩულით. მაგრამ ეს ღიმილი უკვე აღარ იყო ირონიული.
ჰარი ძალიან მაბნევდა...
-როგორც ჩანს, შენც დაიჯერე ჩემი თანაგრძნობა...-გავიღიმე და ფეხზე წამოვდექი. არ მინდოდა აქ ყოფნა, არ მსიამოვნებდა... ამის მიზეზი მხოლოდ ჰარის ახლანდელი საქციელი არ იყო. თვითონაც არ ვიცი რატომ. რამდენჯერაც აქ მოვედი, სულ სისხლიანი დანა გამახსენდა. ჩემი ბოლო მოგონება... ვიცი, ჰარის რაღაც კავშირი აქვს ჩემთან, მაგრამ ჯერ არ ვიცი რა...-ადელ, არაფერი დამიჯერებია, უბრალოდ ვიცი რომ მართლა შეწუხდი,-კიდევ ერთხელ გადაიხარხარა.
ადელ? ადელს არასდროს არავინ მეძახდა! ამაში დარწმუნებული ვარ! რა უფლება აქვს მას, ასე მომმართოს?!
მეორე კითხვა რაც მაწუხებდა, იყო ის, თუ რატომ მითხრა რომ იცოდა. იცოდა რომ შევწუხდი, მეწყინა მისი ასეთ მდგომარეობაში დანახვა...
-ეს...-ხელი პატარა ტუმბოზე დადებული ნამცხვრისკენ გავიშვირე,-გასინჯე...-ჩაფიქრებულმა ვითხარი. დავინახე წამიერად როგორ მოშორდა მის სახეს ღიმილი, მერე კი ნამცხვარს გახედა და კვლავ გამოუჩნდა ლოყაზე ჩაღრმავებული ადგილები,..
როგორ მომწონდა ეს ღრმულები, მისი ღიმილი, ტუჩები, თვალები... ალბათ ჰარი რომ არ ყოფილიყო, რომელიც ჩემს დაცინვას ცდილობდა, ვიტყოდი რომ მომწონს. მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ის ჰარი სტაილსია...თავი დამიქნია და მალევე შევამჩნიე მისი თეთრი კბილები. ხელი თეფშისკენ გაიშვირა და ის იყო ერთ ნაჭერს უნდა ჩასჭიდებოდა მისი თითები, რომ შეჩერდა. აღარ შემეძლო... მას ვეღარ ვუყურებდი, ამ ოთახში სული მეხუთებოდა... ვცადე არ შემმჩნეოდა, ჩქარი ნაბიჯებით წავედი ოთახის კარისკენ.
"არა! არ გავხედავ!" გავიფიქრე, არ მინდოდა. მისი დანახვა ჩემთვის ნარკოტიკივით იყო და ამას ნელ-ნელა უფრო და უფრო ვხვდებოდი. მისი ტუჩები და ღრმულები ლოყებზე მაბნევდნენ, მისი თვალები კი მიტაცებდნენ და სადღაც შორს მოვყავდი...
მაგრამ ვერ შევიკავე თავი.
კიდევ ერთხელ დავუმტკიცე საკუთარ თავს, რომ ადამიანი საკუთარი თავის მტერია. თუ ადამიანს რამე სჭირს, ეს თავისივე ბრალია, როგორც ეს ჩემს შემთხვევაში მოხდა...
ჰარის გავხედე. თავი წინ გადმოეგდო, მისი კულულები იატაკს უყურებდნენ, ჰარი კი ხელით თმის გასწორებას ცდილობდა. რა სასაცილო იყო ამ დროს... თითქოს ეს მოძრაობაც არ იყო უცხო ჩემთვის...
თავი დამნაშავესავით დავხარე, გავიღიმე და კარი გავაღე. ის იყო უნდა წავსულიყავი, როცა მისი ხმა გავიგე.
-ადელ!-უცნაურად მიყურებდა. მწვანე თვალები ჩაშავებოდა, თითქოს რაღაცაზე ნერვიულობდა. ხმა არ ამომიღია, უბრალოდ თვალებით ვანიშნე გაეგრძელებინა ლაპარაკი.
რამდენიმე წამი ჩუმად იყო, მერე ამოიხვნეშა და ღრმად ჩაისუნთქა.
-მართლა არაფერი გახსოვს?

ČTEŠ
If I Could Fly (Completed)
Fanfikceფრენა რომ შემეძლოს შენთან მოვფრინდებოდი, უკან დავბრუნდებოდი სადაც ერთად ვიყავით. სადაც არ არსებობდა ეჭვი და სიბოროტე... შენ ხომ ერთადერთი ხარ, ვისაც მივეცი საშუალება ჩემთან სიახლოვის, ვინც შევიყვარე...