ეს ალბათ ყველაზე სასიამოვნო და ამავდროულად ყველაზე ამაზრზენი შეხება იყო. მისი ტუჩები ისეთი გემრიელი, და ასევე ისეთი უგემური იყო. ჰარი იმ დროს ყველაზე კარგ და ცუდ ადამიანად ერთდროულად მეჩვენებოდა. მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მალევე გამეხსნა გონება.
-ჰარი!-მის ტუჩებში წამოვიყვირე. ვიგრძენი როგორ ჩაეცინა და ამან უკვე საბოლოოდ დამარწმუნა რომ მის მიმართ მხოლოდ ზიზღს ვგრძნობდი.
-დამანებე თავი!-ხელი ვკარი. რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა და ღიმილით გააგრძელა ჩემი ყურება. ხმას არ იღებდა. ოთახში სიჩუმე იყო და ეს სიჩუმე მაიძულებდა მისთვის თვალებში მეყურებინა. მწვანე თვალები მიტაცებდნენ და ჩემი გონება სადღაც შორს მიჰყავდათ... ამ დროს კი ვერ ვამჩნევდი როგორ მიტაცებდა ჰარი...
-ადელაიდ, მე ჰარი არ ვარ,-თქვა სერიოზული ხმით. როგორ მინდოდა მეთქვა მისთვის რომ არ იყო ღირსი თავისი წოდებისა. და ეს რატომ? მხოლოდ ერთი კოცნისათვის? არამგონია. უკვე დარწმუნებული ვარ მასთან რაღაც საერთო მქონდა! ვიცი, და მჯერა მალე გავარკვევ ამას... უბრალოდ მისგან ცოტა ხანს შორს ყოფნა მჭირდება...
-მისტერ სტაილს,-ვთქვი ჩვეული ღიმილით,-მაპატიეთ, როგორც მახსოვს მეძახდით,-ღიმილი ახლა მხოლოდ თავდაცვაში მეხმარებოდა. ვხვდებოდი რომ ჰარის ეს ღიმილი აღიზიანებდა, და შეიძლება ოდნავ მეშინოდა კიდეც რამე არ დაეშვებინა ჩემთვის ამის გამო...
-არაფერი, ადელაიდ,-ჩემი სახელი აგდებით თქვა,-რაღაცაზე უნდა მელაპარაკა. რაღაცაზე რაც გაინტერესებს, მაგრამ...-ბოლო სიტყვა გაწელა და გაჩერდა.
-რა?-ჩურჩულით ვთქვი. რაც მაინტერესებდა... ერთადერთი რაც მაინტერესებდა იყო ჩემი წარსული, და რა თქმა უნდა ყველანაირ საშუალებას გამოვიყენებდი, რომ გამეხსენებინა ცოტა რამ მაინც...
-ააჰ, გაინტერესებს?-გამომწვევად იკითხა. ჩავიცინე. ნუთუ ფიქრობს რომ ასე თავის ჭკუაზე მატარებს? თუ ასეა ძალიან სულელი ყოფილა...
-არა, ჰარი, არ მაინტერესებს,-ღიმილით დავასაჩუქრე და ოთახიდან გავედი.
სამსახურიდან წასვლა. ეს იყო ერთადერთი, რაც თავში მიტრიალებდა. ჰო, წასვლა მინდოდა, რადგან არ მქონდა იმდენი ძალა შერჩენილი, ჰარის საწინააღმდეგოდ მემოქმედა. ამდენი არ შემეძლო. მან რაღაც იცის, ისეთი რაც მე არ ვიცი და მაინტერესებს. ძალიან მაინტერესებს და ამით ჩემი დამორჩილება შეუძლია. ამის უფლებას კი ვერ მივცემ. არ ვიცი რა ხდებოდა მანამდე, სანამ კომაში ვიყავი, მაგრამ ახლა არავის ვეკუთვნი, და არავის აქვს უფლება თავის ჭკუაზე მატაროს.

YOU ARE READING
If I Could Fly (Completed)
Fanfictionფრენა რომ შემეძლოს შენთან მოვფრინდებოდი, უკან დავბრუნდებოდი სადაც ერთად ვიყავით. სადაც არ არსებობდა ეჭვი და სიბოროტე... შენ ხომ ერთადერთი ხარ, ვისაც მივეცი საშუალება ჩემთან სიახლოვის, ვინც შევიყვარე...