9

970 80 11
                                        

-ჰარი უთხარი სიმართლე!-ხმას აუწია ჰოლიმ.
"სიმართლე" რა იყო ეს სიმართლე არ ვიცოდი. თითქოს არც მინდოდა გაგება, მჯერიდა ჰარისი...თითქოს ამ სიმართლის გაგებით ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვლებოდა...
-ჰოლი, არ გესმის...-ჰარის ეტყობოდა რომ წყობიდან გამოდიოდა, თან თავს იკავებდა. არ ვიცი ვინაა ჰოლი მისთვის, მაგრან არ უნდოდა მის წინ აფეთქებულიყო.
-მართალი ხარ, ჰარი! არ მესმის! ის ჩემი მეგობარი იყო! მან არაფერი იცის და ალბათ მალე შენ მიმართ გრძნობებიც გაუჩნდება! შენ ვერ ხვდები, მაგრამ ძალიან იტანჯება და არ შემიძლია ამის ყურება!
-ჰოდა წადი!-ჰოლის ხმას ჰარის ყვირილი მოჰყვა.
-ჰარი...-ჰოლიმ დაიჩურჩულა. როგორ მინდოდა ეს დამენახა, ასევე მინდოდა წავსულიყავი და აღარ მომესმინა ეს ყველაფერი... თუმცა ამის მაგივრად კარს მიყურადებული მათ შემდეგ მოქმედებას ველოდებოდი.
-წადი!-ჰარის ღრიალს მოჰყვა მსუბუქი და ჩქარი ნაბიჯების ხმა, მერე კი კარი გაიღო. არ გავნძრეულვარ. მხოლოდ ერთი ნაბიჯი გადავდგი უკან რომ ჰოლისთვის გზა გამეთავისუფლებინა.
"ის ჩემი მეგობარი იყო..." მესმოდა ჰოლის ხმა, თან მის პატარა ნაბიჯებს ვაყოლებდი თვალს. ჩემი მეგობარი? ჰოლი? არა, ასე ვერ იქნება, მეგობარი მეგობარს არ დაიკიდებს ფეხებზე. კარგი, მე დამავიწყდა, მეხსიერება დავკარგე, მაგრამ მას? ასე როგორ იქცევა? ისე მიქცევს გვერდს, თითქოს არ მიცნობდეს. თამაც როგორი იყო ჩვენი პირველი შეხვედრა. ნუთუ მეგობარი ასე მოიქცეოდა?

რაზე იჩხუბეს მან და ჰარიმ? რას მალავენ? ზოგჯერ ვფიქრობ რომ აქ ზედმეტი ვარ. არ უნდა ვიყო აქ, მაგრამ წასვლაც არ მინდა, თითქოს ეს კედლები მიჭერენ, არ უნდათ რომ წავიდე, თან ჩემს მოკვღას ცდილობდნენ.
როგორც კი ჰოლი გავიდა ოთახის კარი შევაღე. რატომ გავაკეთე ეს! ჯანდაბა! ყოველთვის იქ ვყოფ ცხვირს, სადაც არაა ჩემი ადგილი.
ჰარი ფანჯრის რაფას იყო მიყრდნობილი, ხელები გადაეჯვარედინებინა და იატაკს უყურებდა.
წამით ცრემლიც კი მომერია. ზოგი ფიქრობს რომ ტირილით გრძნობებისგან იცლება. ასეცაა. ცრემლებს თითქოს გარეთ გამოაქვს სევდა და იმედგაცრუება, თუმცა მას არ შეუძლია ტანჯული სული გაათავისუფლოს "სუფთა" სხეულისგან.
-გითხარი რომ აქ შენი შემოსვლა არ შეიძლებოდა,-ბოხი ხმით ჩაილაპარაკა, ისე რომ ჩემთვის არ შემოუხედავს.

If I Could Fly (Completed)Where stories live. Discover now