კაპიშონწამოფარებული ნელა მივსეირნებდი ბნელ ქუჩებში. "მატყუებს" ვიმეორებდი გულში ყოველ წამს, მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს ვუმტკიცებდი.
სასაცილოა. არაფერი გახსოვს. ცდილობ მეხსიერების აღდგენას. ცდილობ, მაგრამ უშედეგოდ. და უცებ გეუბნებიან, რომ შვილი გყავს, რიმელიც ასევე არ გახსოვს.
რას უნდა ვგრძნობდე ახლა? ტკივილს? იმედგაცრუებას? სევდას? ან იქნებ კვლავ მხოლოდ გაურკვევლობას?
არა. არაფერს ვგრძნობდი. არ გამიკვირდება მალე ვინმემ მოსიარულე გვამი რომ დამიძახოს, უკვე ასეა. აღარ მაქვს ძალა ვიცოცხლო, ან ვიცხოვრო...
ლილი ჩემი შვილია... რა სჭირს? ალბათ უბრალოდ გაცივდა, ცუდად გახდა და... ამიტომაა იმ აშინელ ადგილას. მაგრამ რატომ თაქვა ჰარიმ რომ მისი დაკარგვის ეშინია?
ჰარი... ჯანდაბა, ჰარი! თვალწინ დამიდგა იატაკზე მჯდარი მტირალი ჰარი. ასე როგორ მოვიქეცი! შუა გზაში გავჩერდი და ცას ავხედე. უკვე მზე ამოდიოდა. შევბრუნდი და საავადმყოფოსკენ დავიწყე სირბილი. ახლა აღარ გავურბოდი რამეს, პირიქით ახლა საფრთხეს ვუახლოვდებოდი და ეს კარგად ვიცოდი, მაგრამ იქ ხომ ჰარი და ლილი იყვნენ... ისინი მიზიდავდნენ.
თუ ლილი ჩემი და ჰარის შვილია, ეს ნიშნავს რომ მე და ჰარის ერთმანეთი გვიყვარდა? ნიშნავს რომ ერთად ვიყავით? ანუ მარტო არ ვყოფილვარ. მყავდა საყვარელი ადამიანი გვერდით-ჰარი, და ჩვენი სიყვარულის ნაყოფი-ლილი, ჩემს სხეულში.
ნუთუ ისიც დამავიწყდა? მიყვარდა და დამავიწყდა? ჩემო ცხოვრების ორი უძვირფასესი ადამიანი დავივიწყე. როგორ უნდა დამიძახოს ლილიმ ამის შემდეგ დედა? ან ჰარის კვლავ როგორ უნდა შევუყვარდე?და აი, მხოლოდ ახლა დავუჯერე ჰარის, ვაღიარე, რომ ლილი ჩემი შვილია და პირველად დავფიქრდი რომ შეიძლება დედა ვიყო. დედა, რომელმაც შვილი დაივიწყა...
კვლავ ეს საშინელი წამლების სუნი და უფერული, უსიცოცხლო შენობა.
დერეფანში ნელა მივაბიჯებ დამნაშავესავით თავდახრილი. თუმცა ასეა, ჰარის და ლილის წინაშე დამნაშავე ვარ.

ESTÁS LEYENDO
If I Could Fly (Completed)
Fanfictionფრენა რომ შემეძლოს შენთან მოვფრინდებოდი, უკან დავბრუნდებოდი სადაც ერთად ვიყავით. სადაც არ არსებობდა ეჭვი და სიბოროტე... შენ ხომ ერთადერთი ხარ, ვისაც მივეცი საშუალება ჩემთან სიახლოვის, ვინც შევიყვარე...