წარსული ისევ დაბრუნდა.არა, წარსულის დაბრუნებაში არ ვგულისხმობ რომ ყველამ დამტოვა, ჰარის გამო ოჯახი დამენგრა და ა. შ.
ჩემი წარსული ჰარია. ჰარი სტაილსი. ადამიანი, რომელიც ჩემს ცხოვრებას ყოველ ჯერზე ცვლის. ჰარი, რომელიც ჩემთანაა და მინდა ჩემგან შორს იყოს, როცა შორსაა კი მჭირდება.
მართალია, მჭირდება. ორი წელი გავიდა, რაც არც კი გავხსენებივარ, საკუთარი შვილიც კი არ მოუკითხავს, თუმცა მთელი ორი წელი მასზე ფიქრში გავატარე. შეიძლებოდა მეთქვა, რომ წარსული ფეხებზე დავიკიდე, მაგრამ ყოველ ღამე ვნახულობდი მწვანე თვალებს, რომლებსაც სიზმარში თავიანთი ფერი ოდნავ დაეკარგათ. ახლა კი ეს თვალები.... მათ კვლავ ვხედავდი. ვხედავდი და ეს არ იყო ჩემი ფანტაზიის ნაყოფი.
არ ინძრეოდა, ხმას არ იღებდა, ფრთხილად სუნთქავდა, თითქოს ასე შეეძლო ეს სიტუაცია შეენარჩუნებინა.
მეც ჩუმად ვიდექი, არც მე ვინძრეოდი, და მეც ვცდილობდი არ დამერღვია სუნთქვით ეს სიჩუმე. მაგრამ მას ვუყურებდი, მის თვალებს, მის ცხვირს, ტუჩებს... როგორი ძნელი იყო ჩუმად ყოფნა... როგორი რთული იყო ამდენი ხნის მერე ჰარის ყურება...
-ჰარი...-ჩავილაპარაკე ჩუმად, ისე, რომ ვერც გავაანალიზე. რატომ? ალბათ, მისნაირად, ვერც მე ვიჯერებდი რომ ახლა ჩემს წინ იდგა.
მეგონა ეს წლები მის ცხოვრებაში რაღაცას შეცვლიდა. მეგონა ახლა ჩენს წინ სერიოზული ჰარი იდგა, ჰარი, რომელიც აღარ ითამაშებდა სხვის გრძნობებზე. თუმცა რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის არასწორი ვიყავი.
მაშინვე ყველა ეს ფიქრი გამეფანტა, როცა მისი ჩაცინება გავიგე. ისევ ის, ირონიით სავსე ჩაცინება.
მეც გავიღიმე. რა თქმა უნდა ძალით.
-მეგონა შეიცვლებოდი, სტაილს,-ზიზღით ვთქვი, ხელი სახეზე მოვისვი წვიმის წვეთების მოსაშორებლად და შებრუნება ვცადე. თუმცა მისი ხელი შემეხო. არ გავჩერდებოდი მისი ხმაც რომ არ გამეგო.
-რატომ?-ამან მაიძულა შებრუნება. კვლავ მქონდა იმედი, რომ რაღაც თბილს მეტყოდა, რამე ისეთს რაც გულს მომილბობდა.
-რა?-წარბშეკრულმა ვიკითხე. ახლა მეგონა გაიცინებდა, თუმცა მანაც შეკრა შუბლი.
როგორც ჩანს ადამიანები მართლა იცვლებიან...
-რატომ გეგონა რომ შევიცვლებოდი?
დავიბენი. თუმცა ამჯერად არ მინდოდა გაქცევა, არ მინდოდა ჰარის კიდევ დავშორებოდი.
-როგორც ყოვეელთვის... როგორც ყიველთვის ახლაც იცინი... არასდროს ხარ სერიოზული, ჰარი. დასცინიხარ ყველას, ყველაფერს და ამით ხარ ბედნიერი. ამით გაგყავს ცხოვრების სხვისთვის საშინელი, შენთვის კი ალბათ-სახალისო დღეები...
-ასე არაა!-წამოიყვირა. თითქოს ჩემმა სიტყვებმა წყობიდან გამოიყვანა.
-ასეა ჰარი! როგორც ყიველთვის, არც ახლა გესმის რამე! ყველას დასცინი! მეც დამცინი და ასე თითქოს ჩემს თავიდან მოშორებას ცდილობ, ან... ან ცდილობ...
-შენს დაბრუნებას,-დაიჩურჩულა. ვიფიქრე მომეჩვენა. გავჩერდი. აღარაფერი ვთქვი, იმ იმედით, რომ გამიმეორებდა ბოლო სიტყვებს. არ მომწონდა ეს სიჩუმე. სიჩუმე, რომელსაც მხოლოდ წვიმის ხმა არღვევდა. ჩემი გაიცებული სახე დაინახა თუ არა მაშინვე გააგრძელა ლაპარაკი.
-ადელ, ვიცინი...თითქოს ყველას დავცინი... მაგრამ... ასე იმიტომ ვიქცევი, რომ არავინ დაინახოს ჩემი სისუსტე ადელ... იცი რა მჭირდა მთელი ეს დრო?-გაჩერდა. მეც ჩუმად ვიყავი. ეს კი უარყოფად მიიღო,-როგორ მენახე? როგორ მოვსულიყავი შენთან და ლილისთან? ვერ გავიცინებდი... მე მჭირდებოდით, მენატრევიდუთ, მაკლდით... თქვენს გარეშე მოვკვდი, ახლა კი მოსიარულე გვამს ვგავარ. როგორ მოვსულიყავი, როცა შეეძლო ყველას დაენახა ჩემი სისუსტე... შენ არ მომცემდი ჩახუტების უფლებას, არც ლილიდ მანახებდი ჩემკ უფლების მიუხედავად... მეგონა ამას შენ მაინც გაიგებდი, ადა...-გაჩერდა, კვლავ წვიმის ხმა. მართალია, ახლა მხოლოდ წვიმას თუ შეეძლო საუბარი, მხოლოდ მისი საშუალებით შეგვეძლო მე და ჰარის კონტაქტი...
მოვდუნდი. ახლა აღარ ვცდილობდი ჰარის ხელისგან გათავისუფლებას. მის წინ ვიდექი და სიბნელეშიც კარგად ვხედავდი მის ღრმა, მწვანე თვალებს. ის კი სარგებლობდა ამით. თუმცა ვერ ვიტყვი რომ არ ჩქარობდა. ისიც დარწმუნებული იყო, რომ არსაც წასვლა არ მინდოდა. მხოლოდ ჰარის გვერდით მინდოდა ყოფნა.
ხელით თავისკენ მიმწია და წამში თავის მკლავებში მომაქცია. იმის მაგივრად მომეშორებინა და წავსულიყავი, ხელები წელზე შემოვხვიე. მაშინ მის მკლავებში უწინდელზე მშვიდად ვგრძნობდი თავს.
ახლა ჩვენ ერთნი ვიყავით.
აღარ არსებობდა მხოლოდ ადელაიდ მორგანი, ან მხოლოდ ჰარი სტაილსი, ახლა ჩვენ ვარდებობდით. და ეს "ჩვენ" უკვე აღარ დაიშლებოდა. ჩვენ ხომ ბედმა დაგვაკავშირა. არა... ბედისწერა არ არსებობს. ჩვენს ბედს ჩვენ თვითონ ვქმნით, მე და ჰარიმ კი ეს ერთად გავაკეთეთ.მაპატიეთ პატარა თავია, თან "დირთია" და ვეღარაფერი დავწერე ბოლოს😂😂 იმედია კარგი გამოვიდა....
შემდეგი თავი იქნება ბოლო ❤
![](https://img.wattpad.com/cover/85696484-288-k138009.jpg)
YOU ARE READING
If I Could Fly (Completed)
Fanfictionფრენა რომ შემეძლოს შენთან მოვფრინდებოდი, უკან დავბრუნდებოდი სადაც ერთად ვიყავით. სადაც არ არსებობდა ეჭვი და სიბოროტე... შენ ხომ ერთადერთი ხარ, ვისაც მივეცი საშუალება ჩემთან სიახლოვის, ვინც შევიყვარე...