-ადელ...-მხოლოდ ეს ჩაილაპარაკა და თავზე ხელი გადამისვა. ოდნავ მოვშორდი და მას შევხედე. კვლავ მის თვალებში ჩავიძირე. როგორი ლამაზია. ჭაობისფერია და ზუსტად ისე გითრვს, როგორც ჭაობი. შეხება. ეს შეხება... საჩვენებელი თითი ჩემს ტუჩებს გადაატარა. ჟრუანტელმა დამიარა. ეს არ გავდა მის სხვა შეხებებს... უცხო იყო...
-ჰარი...-ამოვიკვნესე ტკივილისგან, როცა ვიგრძენი ტკივილი ზურგზე. თუმცა ეს მალე მისმა ტუჩებმა გააქრო, რომლებმაც ლავიწებზე სველი კოცნების დატოვება დაიწყეს...ცხელოდა... ძალიან ჩაიხუთა ოთახი. ღრმად ვსუნთქავდით და ვკვნესოდით... მის ყოველ ქმედებაზე ჩვენი თავი მახსენდებოდა. ჩვენი ძველი საქციელი. ჩვენი შეცდომა. მინდოდა შეწინააღმდეგება. მინდოდა, რადგან აღარ განმეორებულიყო წარსული... თუმცა ჰარი ახლა არ მეხებოდა ისე, როგორც მაშინ... ახლა თითქოს მართლა ვუყვარდი და ყველაფერს სიყვარულით აკეთებდა. მე? მე... არ ვიცი... შეიძლება მიყვარდა, მაგრამ ამას ვერ ვგრძნობდი... ან პირიქით, არ მიყვარდა, უბრალოდ მისი თვალები, მისი ხმა, მისი შეხება... ეს ყველაფერი დროებით, ყალბ სიყვარულს მაგრძნობინებდა...
ყოველი შეხებისას ვგრძნობდი თუ როგორ მჭირდებოდა ჰარი... ჩემი სხეულის თითოეული წერტილი მას ითხოვდა და ვიცოდი ჰარიც ზუსტად იმავეს გრძნობდა ჩემს მიმართ...
***თვალი რომ გავახილე მაშინვე თეთრი კედელი დავინახე. უზარმაზარი ყავისფერი კარადა, ფერადი წიგნები... ეს მხოლოდ ერთხელ მაქვს ნანახი... მიუხედავად იმისა, რომ ჰარის სახლში ადრეც არაერთხელ ვიყავი, ეს ადგილი მხოლოდ ერთხელ მაქვს ნანახი. ჰარის ნათელი კაბინეტიდან ჰარის ბნელ და კომფორტულ ოთახში გასვლაა შესაძლებელი. მიუხედავად თეთრი კედლებისა, აქაურობა შუა საუკუნეების ბიბლიოთეკას მოგაგონებთ...
რა გავაკეთე გუშინ? ან იქნებ რამდენიმე საათის წინ? დიახ, რამდენიმე საათის წინ... ჰარის მივეცი უფლება კიდევ ერთხელ გამოვეყენებინე. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიყავი თანახმა, არც უარი მითქვამს და მის მკლავებში სიამოვნებისგან ვკვნესოდი...
ESTÁS LEYENDO
If I Could Fly (Completed)
Fanficფრენა რომ შემეძლოს შენთან მოვფრინდებოდი, უკან დავბრუნდებოდი სადაც ერთად ვიყავით. სადაც არ არსებობდა ეჭვი და სიბოროტე... შენ ხომ ერთადერთი ხარ, ვისაც მივეცი საშუალება ჩემთან სიახლოვის, ვინც შევიყვარე...