7

952 85 10
                                    

წამლების სუნი, თეთრი კედლები და ჰარის სახლზე მეტად განათებული გარემო. როგორი ამაზრზენია აქაურობა. მძულს საავადმყოფო. ნებისმიერი ადგილი, რაც საავადმყოფოს უკავშირდება ჩემში ზიზღს იწვევს. აქ გავატარე ცხოვრების საშინელი ერთი წელი და რამდენიმე თვე, მერე კი კომიდან გამოვედი და აქაურობა მარტომ დავტოვე...

ჰარი იატაკზე იჯდა, ფეხები მოეკეცა და ხელები შემოეხვია, თავი კი კედელზე მიედო და დასიებული თვალებით უყურებდა ჭერს.
საშინელება იყო ასეთი ჰარის ყურება. არანაირი ხალისი, არანაირი ირონია... მხოლოდ ტკივილი და მეტი არაფერი. მარტივი მისახვედრი იყო, ლილი მისი შვილია. ალბათ მეც რომ მყავდეს შვილი, მეც ასე ვიქნებოდი... საშინელებაა, როცა შენი სიყვარულის ნაყოფს საფრთხე ემუქრება. ლილის გული წაუვიდა და ახლა მის მოსულიერებას ცდილობდნენ. სიყვარულის ნაყოფი. უკვე დავრწმუნდი, რომ ჰარის ძალიან უყვარს ლილი. არ ვიცი ვინაა დედამისი, მაგრამ ალბათ ის ქალიც უყვარდა, სხვა შემთხვევაში, ასე რატომ ინერბიულებდა მასზე...

გული მტკიოდა, როცა ასეთ ჰარის ვხედავდი. არ შემეძლო ამის ყურება.
ნელა მივუახლოვდი და გვერდით მივუჯექი. მასსავით დავჯექი, თავი კედელს მივადე.

-ადელ, არ მინდა რამე დაემართოს...-ძალიან ჩუმად თქვა. ისე, თითქოს ეშინოდა ვინმე ძალიან, ძალიან ძვირფასის დაკარგვის. გულში თითქოს დანა ჩამასო ამ სიტყვებით.
-არაფერი დაემართება...-მეც ჩუმად ვუპასუხე. მას გავხედე და უკვე მეორედ დავინახე მტირალი ჰარი.
-ჩემი ბრალია...-ჩაილაპარაკა და თავი დახარა. ახლა ცრემლი იატაკს დაეცა და დაასველა ნაცრისფერი, პრიალა მეტლახი. რამხელა გრძნობას ვხედავდი ერთ პატარა წვეთში.
-მომიყვები?-ვიკითე იმ იმედით, რომ რამეს მაინც მეტყოდა.

მე როგორც არ უნდა მკითხონ ჩემს საიდუმლოს არავის ვეტყვი. მაგრამ მაქვს რაიმე დასამალი? ყველამ იცის მარტოსული გოგონას შესახებ, რომელმაც ერთი წელი კომაში გაატარა, მერე კი გაიღვიძა და მეხსიერება დაკარგა. ეს ყველამ იცის და სხვა მეც არაფერი ვიცი საკუთარ თავზე... ასე რომ არაფერი მაქვს დასამალი...

If I Could Fly (Completed)Where stories live. Discover now