ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ყველამ მიმატოვა. დედამ, მამამ, დამ, ერთადერთმა ადამიანმა, რომელსაც ჩემი სხეულით თამაშის ნება დავრთე და საკუთარი სხეულის ნაყოფმა...
აქამდე მეგონა, რომ მარტო ვიყავი, რადგან არავინ დამხვდა პალატაში კომიდან გამოსვლის შემდეგ, არავის ვიცნობდი და არც მეკარებოდა ვინმე. ახლა კი მარტო ვარ, რადგან ვიცი, მყავდა ყველა, მიცნობდა ყველა, მაგრამ ახლა აღარავინაა ჩემს გვერდით.
დავიღალე. ყველაფერმა დამღალა. დავიღალე ისე ყოფნით, თითქოს კარგად ვარ, თითქოს არაფერი მიჭირს. არაა ასე. არაა ასე და ეს არავის ესმის. ვერავინ ხვდება რა მჭირს, თუმცა ეს არც აინტერესებს ვინმეს. მტკივა. ძალიამ მტკივა მაგრამ მიწევს ამის გაძლება. ეს ჩემი ვალდებულებაა მაგრამ აღარ შემიძლია! აღარ მინდა ყველაფერი მხოლოდ ჩემს გულში იყოს... მინდა ვიღაცას ესმოდეს ჩემი. თუნდაც მხოლოდ ერთი ადამიანი მჭირდება, რომელიც გულში ეკლებს არ ჩამასობს.
***
ხმაურმა მაიძულა თვალის გახელა. საწოლზე წამოვჯექი და კარს გავხედე. გაიღო და ჰარის ხუჭუჭა თმა გამოჩნდა. ხმა არ ამომიღია. მინდოდა შემშინებოდა მისი. შემშინებოდა იმდენად, რომ მისი მოახლოებისას კანკალი დამეწყო, მერე კივილი... საბოლოოდ კი ან გავიქცეოდი ამ სახლიდან ამ შიშის გამო, ან მოვკვდებოდი.
-შეიძლება?-ხრინწიანი ხმით იკითხა. კვლავ არაფერი ვთქვი.
ჰარი რამდენიმე წამით მიყურებდა, ალბათ ელოდა როდის დავთანხმდებოდი, ბოლოს მხოლოდ ამოიხვნეშა და კარი ფართოდ გააღო. ზღურბლს გადმოაბიჯა, კარი ფრთხილად დაკეტა და ჩემკენ წამოვიდა. მის ყოველ მოძრაობას ვაკვირდებოდი, რეაქცია არაფერზე მქონია, მაგრამ არ მინდოდა ჰარის აქ ყოფნა. არავის დანახვა არ მინდოდა, მით უმეტეს მისი...-რა გჭირს?-უცნაური ხმით იკითხა. ისე, რომ წამით მართლა გავიფიქრე რომ მე მჭირდა რამე...
ჩავიცინე და თავი გავაქნიე.
ჰარი მომიახლოვდა და უკვე ჩემს გვერდით შეჩერდა.
-შეიძლება დავჯდე?-როგორ მინდოდა გაცინება. ეს მისი სახლია. შესაბამისად, შეეძლო ნებართვის გარეშე გაეკეთებინა ის, რაც სურდა. კვლავ არაფერი გამიკეთებია. ის კი საწოლზე ჩამოჯდა, ერთი ხელით საწოლს დაეყრდნო, მეორე კი მუხლზე დაიდო და მე მომაშტერდა.
-ადა, რა დაგემართა?-აი კიდევ ერთხელ შემეპარა ეჭვი ჩემ თავში. ჰარი ნამდვილად ცუდად მოქმედებს ჩემზე.
-არაფერი, ჰარი, მარტო მინდა ყოფნა,-ეს სიტყვები თითქოს მარტივად ვთქვი, თუმცა მივხვდი, კიდევ რომ მეთქვა რამე ცხარე ცრემლით ავტირდებოდი...
-არ მეტყვი რაზე გაბრაზდი?-ამოიხვნეშა, მე კი კვლავ გაუნძრევლად ვიჯექი. წამის შემდეგ ჰარიმ ლაპარაკი დაიწყო.
-ადა...-როგორ უცხოდ ისმოდა ეს სახელი მისი პირიდან...-მესმის შენი... გიჭირს ასე ცხოვრება... გიჭირს იყო იმ ადამიანთან, ვინც შენი მოკვლა სცადა... გიჭირს იყო მკვლელთან, რომელიც შენი შვილის მამაა... მაგრამ... ადა, მიყვარხარ. გესმის? მიყვარხარ. ჰოლისაც უყვარხარ, ლილისაც, უბრალოდ ის ჯერ პატარაა...
ESTÁS LEYENDO
If I Could Fly (Completed)
Fanficფრენა რომ შემეძლოს შენთან მოვფრინდებოდი, უკან დავბრუნდებოდი სადაც ერთად ვიყავით. სადაც არ არსებობდა ეჭვი და სიბოროტე... შენ ხომ ერთადერთი ხარ, ვისაც მივეცი საშუალება ჩემთან სიახლოვის, ვინც შევიყვარე...