2

1.4K 95 13
                                    

გრძელი გზა და მარტოობა ფიქრის მოყვარულებისთვის საუკეთესო რამაა.
სტაილსების "სასახლეც" მოწყვეტილია ქალაქს, ისევე როგორც ძირითადად ყველა მდიდარი ბიზნესმენის სახლი...

როგორც ყოველთვის ახლაც "არაფერზე" ვფიქრობ. მანქანამ გარჯვეული გზა გამომატარა, თუმცა ფეხით სიარული მირჩევნია, ამიტომ ტაქსიდან გადმოვედი და სეირნობა გავარჩიე. შვიდი საათი ძალიან ადრეა ზოგისთვის, ზოგი კი პირიქით, ამ დროისთვის გაღვიძებას ცხოვრების სტილს ეძახის. ჩემთვის კი არ აქვს მნიშვნელობა რომელ საათზე გავიღვიძებ, მით უმეტეს თუ ამას საქმე მოითხოვს.
შვიდს ხუთი წუთი აკლდა როცა უკვე ნაცნობ ადგილას ვიყავი. უზარმაზარი ეზო, ულამაზესი ბუნებით და ასევე უზარმაზარი და უცხო სახლი, რომელშიც შეიძლება გზა აგებნეს. ეს ყველაფერი გუშინ უკვე ვნახე, დღეიდან კი მეძლევა შანსი ამ სახლის მფმობელები გავიცნო.
ყველამ იცის, რომ ეს სასახლე სტაილსებს ეკუთვნის. ასევე ყველამ იცის, რომ აქ ვერავინ მოდის, მე კი შეიძლება გამონაკლისად ჩავითვალო.
დიდი, მუქი კარი ახალგაზრდა, ოდნავ დაბალმა გოგონამ გამიღო, ღიმილით შემომეგება და ხელით მანიშნა საით უნდა წავსულიყავი. გრძელ და ნათელ დერეფანში მივაბიჯებდი, გოგონა კი უკან მომყვებოდა.
-ჯერ ბატონი სტაილსი გაიცანით, ის კი მუშაობის წესებს გეტყვით,-უკან იდგა, თუმცა ვიცოდი რომ იღიმოდა. საყვარელი იყო, თუმცა ეს ღიმილი მაღიზიანებდა. ალბათ იმიტომ რომ ყალბი იყო. ეს გარემოც ყალბი იყო. ყველაფერი რასაც გვერდი ავუარე უბრალოდ ფული იყო, ფული კი ყალბი ბედნიერებაა...
-ბევრს ნუ ილაპარაკებ...-ჩურჩულით გადამიდგა გოგონა წინ. მხოლოდ ახლა დავაკვირდი როგორ უხდებოდა მის სუსტ სხეულს შავ-თეთრი ფორმა.
ბევრი არ ვილაპარაკო? ალბათ ხუმრობს. რა თქმა უნდა, ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ სიტუაციასაც გააჩნია... არასდროს გქონიათ ისეთი მომენტი, თითქოს ვერ ჩერდები, გინდა ილაპარაკო და უსარგებლო სიტყვებით ხალხს შენი გრძნობები გააგებინო? ალბათ ასეთ შენთხვევაში მეც ვერ გავჩერდები. იმედია მისტერ სტაილსი არ იქნება ზედმეტად გამაღიზიანებელი...
კარი გაიღო, გოგონამ ხელი მკრა და ჩემდაუნებურად უცხო ოთახში აღმოვვნდი. მერე კი კარი დაიხურა. ოთახს თვალი მოვავლე. დიდი იყო, კედლებზე უამრავი თარო წიგნებით იყო სავსე, ოთახის შუაში მაგიდა იდგა, მის გარშემო კი სავარძლები. მათ უკან კი სამუშაო მაგიდა იდგა, სადაც ფურცლები ლამაზად იყო დალაგებული. ოთახში ქაოსი იყო და ამვდროულად ყველაფერი მოწესრიგებული იყო. ამ ყვეკაფერს კი განსხვავებულ იერს სძენდა სავარძელზე მკაცრი სახით მჯდარი, ხუჭუჭათმიანი ბიჭი იჯდა. ნუთუ ესაა ჰარი სტაილსი? ადამიანი, რომელიც ალბათ ჩემხელაა ცნობილი და საუკეთესო ბიზნესმენია... ოდნავ რთული დასაჯერებელია...

If I Could Fly (Completed)Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang