11

938 76 3
                                    


მწვანე.
უსასრულო მწვანე.
ასეთი მწვანე არსად მინახავს. თითქოს გითრევს და "სამოთხეში" მიყავხარ. სამოთხეში, რომელიც გაწამებს...
რატომღაც მომინდა მოვხვეოდი ჰარის, მის მკლავებში თითქოს სიმშვიდეს მოვიპოვებდი...
რა მჭირდა? არ ვიცი, არ მეგონა თუ ორი ჭიქა ალკოჰოლი ადამიანზე ასე მოქმედებდა...

ჰარის უემოციოდ გავხედე, ჩამეცინა. მის სახეზე გამეცინა. ისეთი თვალებით მიყურებდა, თითქოს ნანობდა წლების წინ ჩადენილს. მე კი რატომღაც პირიქით მეგონა... მერე კი, როცა უკვე შეუძლებელი იყო მისი მზერის გაძლება კვლავ ჩემს სავსე ჭიქას დავხედე. ხელი მოვკიდე, ოდნავ შევარყიე და გამოვცალე. ვიგრძენი როგორ ჩამწვა ალკოჰოლმა ყელი, მერე ოდნავ თავბრუ დამეხვა, საბოლოოდ კი თავი ბედნიერ ადამიანად მიმაჩნდა, მე ხომ აღარაფერი მაწუხებდა! მაგრამ ეს როგორ უნდა მეთქვა... სინამდვილეში მაწუხებდა, ყველაფერი ერთად მოქმედებდა ჩემზე და ვცდილობდი ეს საშინელი გრძნობა სასმელით გამექრო...
-სვამ?-კვლავ მისი ხმა გავიგე, როცა კიდევ ერთი ჭიქა დავლიე.
ხო. ვსვამდი. არ ვიცი როგორ ვუდგებოდი ამ საკითხს "ძველ ცხოვრებაში", მაგრამ ახლა მომწონს სასმელი.
ჰარი კვლავ დავაიგნორე და უკვე ცარიელ ჭიქას დავუწყე ყურება.
-ადელ! ნუ მაიგნორებ!-უცნაური ხმა ჰქონდა. თითქოს გაიბზარა. სასაცილოა არა? არ მეგონა მკვლელებსაც თუ ემართებოდათ ასე.
ჩავიცინე და აწყლიანებული თვალებით გავხედე. აწყლიანებული იმიტომ რომ ბევრი დავლიე, მაგრამ მართლა მინდოდა ტირილი, თუმცა ეს არაფერს მიშველიდა.
ხალხს ჰგონია რომ ტირილი მათ შველით, თითქოს ცრემლები ტკივილისგან ათავისუფლებთ, თუმცა ასე არაა. თითოეული ცრემლი ადამიანის ცხობრებას ცვლის.
-რატომ სვამ?-აკანკალებული ხმით იკითხა. ხმაურში მისი ხმა ძლივს მესმოდა, თუმცა ადვილი მისახვედრი იყო, რომ ცუდად იყო...
-მინდა,-ღიმილით ვუპასუხე,-შენ კი როგორც ჩანს უკვე მოგისწრია დალევა,-მზერა ავარიდე. არა იმიტომ რომ მისი ყურება არ მინდა, უბრალოდ გული მიჩქარდება როცა ასეთ ჰარის ვხედავ. დასიებული და ჩაწითლებული თვალები, აწითლებული ცხვირი და აკანკალებული ტუჩები მის გარეგნობას არ შეეფერება.
ჰარიმ არ მიაქცია ჩემს სიტყვებს ყურადღება, წელში გაიმართა და მიმუშტული ხელები ბარზე დააწყო.
-აქ არ უნდა იყო,-თქვა კვლავ ისეთი ხმით. თავი დავუქნიე.
-ვიცი,-ვთქვი თუ არა ვიღაცის შეხება ვიგრძენი. უკან გავიხედე და მაღალი, სწორთმიანი და შავთვალება მომღიმარი ბიჭი დავინახე.
-ვიცეკვოთ?-ბოხი ხმით იკითხა და ხელი გამომიწოდა.
-ვიცეკვოთ!-წამოვიძახე და ხელი ჩავკიდე. არ ვაპირებდი შეხედვას, თუმცა მაინც მოვკარი თვალი ჰარის მკაცრ გამომეტყველებას. ოდნავ თავბრუ დამეხვა, არ ვიცი ალბათ სასმელის გამო. შეიძლება წავქცეულიყავი კიდეც, რომ არა უცნობის ძლიერი ხელები.

If I Could Fly (Completed)Where stories live. Discover now