თვალი ნელა გავახილე იმ იმედით, რომ ახლა მაინც დავაღწევდი ამ კოშმარს თავს.
იმ იმედით, რომ ახლა ჩემს სახლში ვიქნებოდი. ნელა წამოვდექი საწოლიდან, თუმცა მაინც ვიგრძენი ტკივილი.
-ჯანდაბა...-დავიჩურჩულე და ფეხზე ავდექი. საწოლის გვერდით დაგდებულ ხალათს ხელი დავავლე, თან ვიცვამდი, თან კი ოთახში ვაცეცებდი თვალს.რას გრძნობს ადამიანი, როცა მხოლოდ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ მიდის ყველაფერი?
იმედგაცრუებას.
ბევრი არაფერი მინდოდა, მხოლოდ სიმართლის გაგება. ალბათ ყველაფერი ამის ბრალია. სიმართლე გავიგე, წყობიდან გამოვედი, ჰარიმაც დაკარგა კონტროლი...თავბრუ დამეხვა ამაზე ფიქრისგანა და გადაღლისგან.
ერთადერთი რაც მინდოდა აქედან წასვლა იყო. ღრმად ჩავისუნთქე და ცოტა ხანს ასე გავჩერდი. კარადიდან ტანსაცმელი გამოვიღე, ნელ-ნელა უფრო და უფრო ვჩქარდებოდი, არ ვიცი... რაღაც მემართებოდა. თითქოს ვჩქარობდი აქედან წასვლას. კარადის კუთხეში ჩემი ჩემოდანიც იდო. ხელი ვტაცე და ტანსაცმლის ჩალაგება დავიწყე.
აი ახლა კი ვგრძნობდი, რომ დაბრუნდა ძველი ადელი. ძველი, მაგრამ არა ის, რომელსაც ჰარი გულისხმობდა. ძველი ადელი, რომელიც გააკეთებს იმას რაც უნდა.-ჰარი!-რაც შემეძლო ხმამაღლა ვიყვირე. არ უპასუხია. ალბათ ვერ გაიგო...
ბარგიც ჩქარა ჩავალაგე და იატაკზე დავდგი. მერე კი ოთახიდან გავედი, დერეფანი ასე სწრაფად არასდროს გამივლია, კიბეებზე ჩავირბინე, თან კიდევ ერთხელ დავიყვირე.
-ჰარი!-თუმცა არსაც ჩანდა ხუჭუჭა ნაბიჭვარი.
-ადელ, რა ხდება?-ჩემსკენ წამოვიდა შეშინებული ჰოლი. უცებ წარმოვიდგინე როგორ წავიქეცი დაჭერობანას თამაშის დროს, ჰოლი კი ჩემი ტირილის გაგონებისას ჩემკენ გამოიქცა. რა სასაცილოა ცხოვრება...ჰოლის უკან თვალებაცრემლებული ლილი იდგა, რომელიც "დედამისის" შარვალს ეჭიდებოდა. ვერ დავუშვებ ჩემს შვილს ჩემი და მიაჩნდეს დედად! და, რომელიც ჩვენს განადგურებაში ეხმარებოდა ჰარის!
-სადაა ჰარი?!-მკაცრი ხმით ვიკითხე და წარბშეკრულმა შევხედე ჯერ ლილის, მერე კი ჰოლის, თუმცა თვალწინ მაინც ლილის სახე მედგა.
-ოთახშია...-ხმაჩავარდნილმა მითხრა, თან ღილის თავზე გადაუსვა ხელი დასამშვიდებლად. როგორ მაღიზიანებდა მისი თითოეული მოქმედება.
წამით გავჩერდი.
-ლილის ნივთები ჩაალაგე!-ვთქვი და მათ ზურგი ვაქციე.
-რა?-გავიგე ჰოლის ათრთოლებული ხმა.
-ჩაალაგე!-ვიყვირე, თან კიბეებზე ავირბინე. ოთახშია. ოთახში იშვიათად შედის. ძირითადად კაბინეტშია, რამდენიმე დღეში ერთხელ თუ შევა ოთახში...

VOCÊ ESTÁ LENDO
If I Could Fly (Completed)
Fanficფრენა რომ შემეძლოს შენთან მოვფრინდებოდი, უკან დავბრუნდებოდი სადაც ერთად ვიყავით. სადაც არ არსებობდა ეჭვი და სიბოროტე... შენ ხომ ერთადერთი ხარ, ვისაც მივეცი საშუალება ჩემთან სიახლოვის, ვინც შევიყვარე...