18

1.8K 98 34
                                    

-დედა!-ლილის ხმა გავიგე და ღიმილით გავხედე.
-დედა, შენ და მამამ როგორ გაიცანით ერთმანეთი?-უცნაურად მკითხა. ჩამეცინა. ლილის პირველი სიყვარული 14 წლის ასაკში ეწვია... აქამდე თითქმის არასდროს ინტერესდრბოდა ჩემი და ჰარის პირველი ურთიერთობით.
-მე და დედა სკოლაში დავახლოვდით...-გაისმა ჰარის ხმა და ისიც სამზარეულოში შემოვიდა.
-ხო, ხო... სკოლაში გავიცანით,-სიცილით გავიმეორე და ჰარის ტუჩებზე ნაზად ვეამბორე. ლილიმ თავი ღიმილით დახარა. თითქოს ერიდებოდა რაღაცის...
ჰარიმ ხელი წელზე მომხვია და ჩემთან ერთად დაიწყო ბავშვებისთვის ბუტერბროდების მზადება. უფრო სწორი იქნებოდა თუ ვიტყოდით-თავისი ხელები ჩესას ჩასჭიდა და ასე დაიწყო პურის ჭრა.
ახლაც ისეთია როგორიც ათი წლის წინ... ახლაც საუკეთესოა...
-დედა!-გაისმა გოგონას ყვირილი, რასაც კიბეებზე სირბილის ხმა მოჰყვა. მე და ჰარი კარისკენ შევბრუნდით, ლილიმ კი უბრალოთ თვალები გადაატრიალა. ეს სცენა უკვე ჩვენი ოჯახის ერთ-ერთი ტრადიციაა...
-მამა!-ამ ყველაფერს ბიჭის ხმაც მოჰყვა და მაშინვე გაჩნდა კარში ორი, თითქმის ერთნაირი ბავშვი. ალბათ განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ პრიმი გოგოა, თომი კი ბიჭი...

-რა მოხდა?!-იკითხა ჰარიმ მკაცრად და ცივად შეხედა ბავშვებს. ამასობაში კი ლილიმ თავისი წილი ბუტერბროდი აიღო და ჩანთაში ჩაიდო. მას სულაც არ აინტერესებდა რა ხდებოდა სახლში--სკოლაში ეჩქარებოდა, იქ ხომ მისი რჩეულია....

-მამა! უთხარი, რომ ჩემი პერანგია და არ უნდა ჩაიცვას!-პერანგი? აქამდე შარვალზე ჩხუბობდნენ...
ჰარიმ გამომხედა და მაშინვე შევამჩნიე ჩვეული ღიმილი და ღრმულები მის ლოყებზე.
-დედა! ერთი დღით მათხოვოს რა!-თომის ხმას ლილის წუწუნი მოჰყვა. თავი დავხარე, იმედით, რომ არ გავიცინებდი, თუმცა რა თქმა უნდა არ გამომივიდა. ჩემს სიცილზე ჰარიმაც გადაიხარხარა.
-სკოლაში გაგვიანდებათ, რა დროს ესაა!-ჰარი კარისკენ წავიდა, ლილის კი უკვე დაუჭერია თადარიგი.
-პრიმ, შენც ხომ გაქვს ასეთი...-წყენით ვთქვი.
-არა, მე თომის მინდა!-ხელებგადაჯვარედინებულმა გახედა თავის ტყუპს.
-თომი, დღეს ათხოვე, ხვალისთვის ამას მოვაგვარებთ,-ბიჭმა უბრალოთ ამოიხვნეშა და ისიც და პრიმიც მამამისს და ლილის გაყვნენ.
ჯერ მხოლოდ რვა წლის არიან და უკვე ჭკუიდან გვშლიან...

***

დღეს მორიგი წვეულება იმართება. ახლაც მაიკი აწყობს ე. წ. "ფართის", როგორც ათი წლის წინ, უბრალოდ ახლა მე ჰარისთან ერთად მივდივარ, ქეითი თავის ქმართან, ნაილი, ლუი, ლიამი და ზეინი (ადამიანები, რომლებიც გაცნლბიდან რამდენიმე თვეში დამიახლოვდნენ და ადამიანები, რომლებიც ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცნენ) ცოლებთან, არც ჰოლი დარჩენილა მარტო... ჩვენი შვილები კი ღამეს ერთად გაატარებენ.

***

ადრე მაინტერესებდა რა იყო მარტოობა. ვფიქრობდი რომ ყველა მარტო იყო, უამრავი მეგობრისა და ნათესავის ყოლის მოუხედავად. ყველას სჭირდებოდა ვიღაც,და ეს ვიღაც არა და არ ჩნდებოდა. აი ახლა კი სულ სხვაგვარად ვფიქრობ. მარტოობა არაფერია. არავინაა მარტო ამ ქვეყნად. ის მარტოხელა მოხუციც კი, რომელსაც მართლა არავინ ჰყავს და უკაცრიელ მინდორში, პატარა ქოხში ცხოვრობს. მას ხომ ღმერთი ჰყავს.

ფიქრებიდან კარის ხმა მაფხიზლებს, მაშინვე მეღიმება და ფეხზე ვდგები, რომ ჰარის შევეგებო-როგორც ჩანს ლილი, თომი და პრიმი უკვე სკოლაში მიიყვანა.
-პატარავ...-როგორ მიყვარს ასე რომ მეძახის. მივუახლოვდი და ხელები კისერზე მოვხვიე. მან კი თავისი ტუჩები ნაზად შეახო ჩემსას.
-წამოდი, მივემზადოთ,-ჩაილაპარაკა და ოთახისკენ გადადგა ერთი ნაბიჯი.
-ჯერ ადრეა...-შევეწინააღმდეგე, თუმცა მან კვლავ იგივე გაიმეორა.
-წამოდი,-უკვე წუწუნს გავდა.
-კარგი,-სიცილით ვთქვი და მას გავყევი.

დასასრული


არ ვიცი როგორი გამოვიდა, იმედია მოგეწონათ❤ მადლობა ყველას ვინც კითხულობდით❤ კომენტარების და ვოუთების დანახვა ძალიან მიხაროდა :დდდ კიდევ ერთხელ მადლობა ❤

(შეიძლება ოდესმე დავუბრუნდე ტექსტს, ბევრი შეცდომაა დაშვებული ბეჭდვისას :დდდ )



If I Could Fly (Completed)حيث تعيش القصص. اكتشف الآن