მძულს ჩემი თავი.
მძულს ჩემი წარსული.
მძულს ჩემი მომავალი.ბევრჯერ მიფიქრია რომ აღარ მინდა ცხოვრება, აღარ მინდა გაუგებრობაში ყოფნა... მაგრამ ახლა, როცა გამახსენდა რაღაც... რაღაც ისეთი რაც ჯობდა არ გამხსენებოდა... ახლა დაბადებას ვნანობ. ვნანობ რომ გადავრჩი. მერჩივნა მოვმკვდარიყავი, ვიდრე კომიდან გამოვსულიყავი...
აღარ მინდა ვიცოდე ვინაა ლილი.
აქამდე თუ მეგონა რომ ის სიყვარულის ნაყოფი იყო, ახლა უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ასე არაა. ლილი სასმელმა გააჩინა. დედამისის სიბრმავებ, მამამისის სიბოროტემ და საშინელმა რეალობამ...
აქამდე თუ მეგონა, რომ ოდესღაც მიყვარდა, თუ მეგონა რომ ოდესღაც მასაც ვუყვარდი, ახლა ყველაფერი სხვანაირადაა. ახლა ვიცი რომ ასე არაა.
-ადა!-გავიგე ყვრილი, ნაზი ხმა. ლილიმ გაიღვიძა...
ვერც კი შევამჩნიე როგორ გათენდა. ყველაფერი განათდა, თუმცა ჩემს ფიქრებში ახლა უწინდელზე მეტად ბნელოდა...ლილისთან შევედი და მივუახლოვდი. საწოლზე იყო წამომჯდარი, გაფართოებული, მწვანე თვალებით აქეთ-იქით იყურებოდა. ჰარისნაირი თვალები ჰქონდა...
ჩამეცინა მის დანახვაზე.ჩაცმაში დვეხმარე, მერე კი მოვამზადე და სამზარეულოში გავიყვანე.
***
სამი დღე გავიდა. ლილი აქაა. თუმცა მარტო მინდა ყოფნა. სამი დღეა არ გამიგია ჰარის ხმა. სამი დღეა საშინელი წარსული მოლოდ ჩემს ფიქრებში ტრიალებს. ხომ შეიძლება ასე არ იყოს? ხომ შეიძლება არასწორად მახსოვს?
უზარმაზარი კარი ჰოლიმ გააღო. ჰოლი? ვინაა ჰოლი... მეგობარი? ნუთუ მხოლოდ მეგობარი?
-ადელ?-დაბნეულმა იკითხა. ირონიულად ჩავიცინე, ლილი სახლში შევუშვი, მერე მეც ავუარე ჰოლის გვერდი. მეცინებოდა მის გაკვირვებულ სახეზე. სახლში ისე შევედი, თითქოს საკუთარ სახლში ვიყავი.
-სახლშია ჰარი?-წარბაწეულმა, ღიმილით ვიკითხე.
ცოტა ხანი სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც ლილის წვრილმა ხმამ და პატარა ნაბიჯების ხმამ დაარღვია.
-ოთახშია,-მითხრა წუთის შემდეგ. თავი დავუქნიე და კიბეებისკენ წავედი, როცა კვლავ ჰოლის ხმა გავიგე.
-კარგად არ არის...-უცნაური ხმით თქვა. მე კი უცხო გრძნობა დამეუფლა, თითქოს რაღაც მეტკინა, გულთან ახლოს...
წამით გავჩერდი და ჰოლის შევხედე. იატაკს უყურებდა და თითებს ნერვიულად ათამაშებდა.

DU LIEST GERADE
If I Could Fly (Completed)
Fanfictionფრენა რომ შემეძლოს შენთან მოვფრინდებოდი, უკან დავბრუნდებოდი სადაც ერთად ვიყავით. სადაც არ არსებობდა ეჭვი და სიბოროტე... შენ ხომ ერთადერთი ხარ, ვისაც მივეცი საშუალება ჩემთან სიახლოვის, ვინც შევიყვარე...