-მართლა არაფერი გახსოვს?-გაისმა ჰარის ხრინწიანი ხმა. როგორ მინდოდა მეპასუხა "კი ჰარი, შენ მახსოვხარ," მაგრამ ამას ვერ ვეტყოდი... თავი დავხარე და კარი დავხურე, თუმცა თვალი მოვკარი როგორ შეიცუეა ჰარიმ ხელი თმაში.
ბევრჯერ მიგრძვნია თუ როგორი უძლური ვარ. ვცდილობდი ეს არავისთვის დამენახებინა, მაგრამ ვგრძნობდი არც ისე კარგად გამომდიოდა...
ახლა ვხედავ როგორი უსუსურია ჰარი. სუსტია, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე წარმატებული, ძლიერი და მდიდარი ჩანს საზოგადოებაში.ჩემს ოთახში შევედი. თითქოს ედ ოთახიც არაა ჩემთვის უცხო. აქაურობაც არ მომწონს. ცუდი შეგრძნება მაქვს. მტკივა. ეს სახლი მტკენს. ჰარი მტკენს. პატარა ლილი მტკენს... მერე რა რომ მე ვარ. მერე რა, რომ ადრე შემეძლო. ახლა ამას ვერ ვუძლებ. ვინმესთან საუბარი მინდა, ვინმე ისეთთან ვინც გამიგებს, მაგრამ მე ვერავინ გამიგებს. ადამიანები ვერასდროს უგებენ ერთმანეთს, ყოველთვის საკუთარ თავზე ფიქრობენ და თავისდაუნებურად შეიძლება ატკინონ სხვას. ახლაც ასე მოიქცა ჰარი.
როგორ მინდა აქედან გაქცევა. როგორ მძულს აქაურობა. მერე რა, რომ არ ვიცი რატომ? მძულს! წასვლა მინდა! მაგრამ არა აქედან... მგონია, რომ თუ აქედან წავალ ყველაფერს დავკარგავ...დაძინებას ვცდილობდი, მაგრამ არ შემეძლო. უკვე საკმაოდ ბნელოდა, ფანჯარას გავხედე. საწოლიდან წამოვდექი და მას მივუახლოვდი. მუქი ფარდებისგან გავათავისუფლე და მაშინვე დავინახე უზარმაზარი თეთრი მთვარე. მომეწონა. ჩამეღიმა, მაშინვე მოვიცვი გრძელი, შავი ჟაკეტი და გარეთ გავედი. არ მინდოდა ვინმეს გაეგო. მიუხედავად იმისა, რომ სახლში მხოლოდ ჰარი, ჰოლი და ლილი იყვნენ... ოთახიდან ჩუმად გამოვედი, დერეფანი რომელიც დილით ბრწყინავდა ახლა მხოლოდ ოდნავ იყო განათებული. დერეფანი გავიარე და კიბეებზე ჩუმად ჩავედი. უზარმაზარი კარი გავაღე და გარეთ გავედი.
თუ ასეთი პოპულარულია ჰარი, რატომ არ დგას დაცვა კარში? ფილმებში ასეა ხოლმე... მდიდრებს ყოველთვის ყავთ დაცვა...
![](https://img.wattpad.com/cover/85696484-288-k138009.jpg)
YOU ARE READING
If I Could Fly (Completed)
Fanfictionფრენა რომ შემეძლოს შენთან მოვფრინდებოდი, უკან დავბრუნდებოდი სადაც ერთად ვიყავით. სადაც არ არსებობდა ეჭვი და სიბოროტე... შენ ხომ ერთადერთი ხარ, ვისაც მივეცი საშუალება ჩემთან სიახლოვის, ვინც შევიყვარე...