16

913 70 4
                                    


ქეითიმ თქვა, რომ ეს განსხვავებული წვეულება იქნებოდა. არანაირი ხმაურიანი მუსიკა, არც ზედმეტი ხალხი... ასეთი გარემო ძალიან მომწონს, არ მბეზრდება და იშვიათად ვიწყენ.
ლილი....
ლილი ამ დროს დიდ პრობლემებს გვიქმნის. ხშირად ვტოვებთ ქეითის მშობლებთან ან ძმასთან (ეს იმიტომ, რომ მე არავინ მყავს...) მაგრამ იმ დღეს, როცა ბაღიდან გამოვიყვანეთ არსად წავიდა...
განსხვავებული გარემოს გამო დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ ისიც წაგვეყვანა.

ქეითი ლილის უხსნიდა რა იყო წვეულება, მე კი ვფიქრობდი როგორი იქნებოდა...
წარმომედგინა უზარმაზარი შენობა, უამრავი ხალხი, ხმაურიანი მუსიკა... (როგორც ყველა სხვა წვეულებაზე...)
თუმცა ყველა ფიქრი არასწორი ყოფილა.

-ესაა?-ვკითხე გაკვირვებულმა ქეითის როცა პატარა სახლი დავინახე, არც სიმღერის ხმა ისმოდა და არც ხალხი ჩანდა.
-ესაა,-თქვა ისე, რომ არც გაჩერებულა. ლილი ხელში ავიყვანე და ქვაფენილზე გავაგრძელე გზა.

***

Your eyes are only
I'll show you my heart
For when you're lonely
And forget who you are

ეს მელოდია მესმოდა, თან ქეითის ველაპარაკებოდი. ლილიმ დაიძინა, გვერდით ოთახში მშვიდად წევს.
მართალია ქეითს ველაპარაკები, მაგრამ რაღაც სხვაზე მეფიქრება. ეს მელოდია მეცნობა... ხუთი სხვადასხვა ხმა ენაცვლება ერთმანეთს, მელოდა კი იგივე რჩება. სიტყვები... ეს სიტყვები რაღაცას მაგონებს, მაფიქრებს და თითქოს გუნებასაც მიფუჭებს. გული უცნაურ გრძნობას განიცდის. დიდი ხანია ეს არ მიგრძვნია. თითქოს მტკივა. თითქოს რაღაც მძიმე გადავიტანე.
უცხო ხმა, თითქოს ჩემთვის უკვე ნაცნობი, თუმცა... არ ვიცი ვის ეკუთვნის, მაგრამ ვიცი, რომ ეს ხმა ოდესღაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.
ხრინწიანი, ბოხი და მშვიდი ხმა... ლამაზი. იმდენად ლამაზი, რომ გინდება შენთვის მღეროდეს, შენთვის ლაპარაკობდეს და იცინოდეს...

Missing half of me
When we're apart
Now you know me
For you're eyes are only

-ადელაიდ!-გამომაფხიზლა ქეითის უკმაყოფილო ხმამ. შევხტი და შეშინებულმა შევხედე.
-რას ამბობდი?
-მათზე გიყვებოდი!-ჩვეული, საშინელი ხმით დაიწუწუნა. ჩამეცინა.
-ვინ მათზე?-დახლს მივეყრდენი და კვლავ გავაგრძელე სიმღერის მოსმენა.

If I Could Fly (Completed)Donde viven las historias. Descúbrelo ahora