10

998 77 9
                                        

ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან. არა მარტო ადამიანები. ყველა. ყველა და ყველაფერი განსხვავებულია. არაფერია იდენტური დედამიწაზე, თუ ადამიანის ხელით შექმნილ მოდელებს არ ჩავთვლით, რომლებითაც თავად ადამიანები ერთობიან.
მეც ინდივიდუალური ვარ. განვსხვავდები ყველასგან, ისევე როგორც სხვები.
განსხვავდებიან გარეგნობით, ნიჭით, მისწრაფებებით, შიშიც კი ყველას განსხვავებული აქვს.
მე?
რით განსხვავდება ადელაიდ მორგანი სხვებისგან?
მე ჩვეულებრივი ვარ. ჩვეულებრივი 21 წლის გოგონა, უბრალოდ მეხსიერება მაქვს დაკარგული. ხო, განსხვავება ესაა. არაფერი მახსოვს. ხო, ვიცი ჩემი სახელი, გვარი, ასაკი და ბავშვობა, მაგრამ ეს თითქმის არაფერია. არა, ეს საერთოდ არაფერია. არამგონია 21 წლის გოგონას მხოლოდ ეს ჰქონდეს სათქმელი...

მინდა მეც მათნაირი ვიყო. უდარდელი ბავშვი, ასაკის მიუხედავად, მშობლების კალთას რომ არიან ამოფარებულნი. მათ ეჩხუბებიან, მერე კი მშობლებს თავიანთ პრობლემებზე უყვებიან.
ერთი წელია რაც კომიდან გამოვედი, ფაქტიურად გავცოცხლდი. მთელი ამ წლის განმავლობაში თუნდაც სრულიად უცხოებისგან მესმოდა ხმები "ეს ის არაა?" "ის ხომ კომაში იყო..." "გაუმართლა" ... თითით საჩვენებელი ვიყავი, თუმცა რატომ არ ვიცოდი. ყველა აგდებულად მიყურებდა, მიზეზი კი არ ვიცოდი. საბოლოოდ კი ყველას დავშორდი. აღარ მსიამოვნებდა ყურადღების ცენტრში ყოფნა და მეც უკანა ფლანგზე გადავინაცვლე. შეიძლება ზედმეტიც კი მომივიდა, რადგან ახლა უკვე აღარავის ვაინტერესებ, მაგრამ ასე ყოფნა უკეთესიცაა ზოგჯერ...

ერთი კვირაა რაც წამოვედი. ჰარი დავტოვე. ერთი კვირაა ვერ ვივიწყებ მის თვალებს, მის ხმას, მის სახეს... ჰარიმ ძალიან დიდი ადგილი დაიკავა ჩემ გულში და გონებაში, თუმცა რატომ? ესეც არ ვიცი.
ჰარიმ მითხრა რომ მისი ბრალია ჩემი მშობლების სიკვდილი. მან დამიხოცა ის ორი ადამიანი, რომლის იმედიც ყოველთვის მქონდა. მან წამართვა ორი ყველაზე ძვირფასი ადამიანი. ამის გამო მძულს ჰარი. არანაირი მონატრება, არანაირი მარტოობა, მხოლოდ სიძულვილი ბუდობს ჩემში.
მძულს ჰარი! მძულს, რადგან მან ცხოვრება დამინგრია, ეს თავისივე პირით აღიარა!

If I Could Fly (Completed)Donde viven las historias. Descúbrelo ahora