როგორც წესი არ მიყვარს როცა ფიქრს მაწყვეტინებენ და ყოველთვის ვჩხუბობ, მიუხედავად იმისა რომ თითქმის არავის ვიცნობ...
-როგორც ვიცი აქ იშვიათად უნდა მოსულიყავი,-ლილიანი ძირს დავსვი, თეფში კი ნიჟარაში ჩავდე.
-მე ვიცოდი რომ თქვენობით მომმართავდი, და ასევე ეს ჩემი სახლია და როცა მინდა მაშინ მოვალ.ბევრჯერ მიგრძვნია თავი დაუცველად. ეს ყოველთვის ასეა. როცა ადამიანი მარტოა ის დაუცველია. ბევრჯერ მინატრია მთელი წლის განმავლობაში ვინმე გამოჩენილიყო და ჩემთვის ეთქვა "მარტო არ ხარ", მაგრამ ეს არ ხდებოდა. ახლაც მარტო ვდგავარ ჰარის წინ და ვხვდები რამდენად დაუცველი ვარ. კედელზე აყუდებული თვალებს მის სახეზე დავაცეცებ. მწვანე თვალებით უცნაურად მიყურებს, თხელი წითელი ტუჩები კი ლამაზად მოგრეხოდნენ სიცილისგან...
ლამაზია. მერე რა, რომ არ გავს ჩემთვის ადამიანს ვისაც შემიძლია ვუწოდო "მისტერ", ის ლამაზია.
-კიდევ ჩემზე ფიქრობ...-ჩუმი, ხრინწიანი ხმით თქვა. კიდევ? უკვე ვფიქრიბდი მინდოდა თუ არა მასთან მუშაობა. მისი ტუჩები... თითქოს მახსოვს მაგრამ არ ვიცი საიდან... ცუდია, როცა დარწმუნებული ხარ რაღაცასთან ან ვიღაცასთან საერთო გაქვს, მაგრამ ამას ვერ ამტკიცებ, ან პირიქით, გახსოვს, მაგრამ არ გინდა დაიჯერო... მე არ ვიცი ვინაა ჰარი. მას ყველა იცნობს, ის ბიზნესმენია, მაგრამ მე ეს არ მაკმაყოფილებს. ჩემთვის ეს არ ნიშნავს, რომ ვიცნობ ჰარის. უბრალოდ მახსოვს ის. მგონია მას ოდესღაც შევხვედრივარ, მაგრამ როდის არ ვიცი.
ისევ. ისევ ჰარი.
-მომშორდი!-დავისისინე და ხელი ვკარი. ოდნავ უკან ჩაიწია და მაშინვე გავიგე მისი ჩაცინება. ირონიული ხმა, რომელიც უკვე თავს მაბეზრებდა. კიდევ გადადგა უკან რამდენიმე ნაბიჯი და მხრების ჩეჩვით შემომხედა.
-იცოდე ერთხელ შენ მომაკითხავ და მეც ასე მოგიშორებ,-თვალი ჩამიკრა. გულში ზიზღი იბუდებდა, გონებაში ყველაფერი მერეოდა. ადამიანს ასე ემართება როცა გაურკვევლობაშია. მეც ასე ვარ.
ხო, დავიბენი, რადგან ვხედავდი ჰარის. ადამიანს, რომელიც მეცნობოდა ჩემთვის უცნობი წარსულიდან, და რომელიც ყველანაირად მოქმედებს ჩემს ნერვებზე...
წავიდა. მარტო დავრჩი. მიუხედავად იმისა, რომ სულიერად ყოველთვს მარტო ვარ, უფრო სწორად მარტო ვარ ბოლო ერთი წელი, რადგან მანამდე არ ვიცი რა ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, ჩემი მარტო ყოფნა თუნდაც ერთ ოთახში ძალიან ცუდია. მავნებელია ეს ჩემთვის, რადგან ყველანაირ უაზრობაზე ვფიქრობ. ფიქრს კი ჩემი განადგურება შეუძლია. ალბათ ყველა ასეა. ადამიანი ფიქრობ ბევრს, მერე კი ეს ფიქრი ჭამს მას. საბოლოოდ ადამიანი უძლურია და აღარ შეუძლია რაიმეს გაუმკლავდეს.
YOU ARE READING
If I Could Fly (Completed)
Fanfictionფრენა რომ შემეძლოს შენთან მოვფრინდებოდი, უკან დავბრუნდებოდი სადაც ერთად ვიყავით. სადაც არ არსებობდა ეჭვი და სიბოროტე... შენ ხომ ერთადერთი ხარ, ვისაც მივეცი საშუალება ჩემთან სიახლოვის, ვინც შევიყვარე...