წვიმა

968 23 5
                                    

-რა ლამაზია არა წვიმა? და ამავდროულად რა შემზარავი. ყოველთვის მიყვარდა წვიმა... იგი თავისებური იყო და თავის ისტორიასაც მსგავსად წერდა...ჩემსავით. ფანჯრის რაფაზე ხმაურიანად ეცემა შხაპუნა წვეთები და არავინ არ იცის რამდენი ცრემლი მოაქვს თან რომელიც მის ფონზე შეუმჩნეველი რჩება. თითქმის არავის არ უყვარს წვიმა... შავი ღრუბლები და ასევთქვად სევდიანი გარემო. ნუთუ ვერავინ ვერ ხვდება თუ რაოდენ საოცარია ეს მოვლენა... რაოდენ იმედის მომცემი. სწორედ წვიმაა ის ვინც მზისგან გამხმარ და დაცხუნებულ არემარეს სიცოცხლეს უბრუნებს.. სწორედ ისაა ვინც ცისარტელის ლამაზ ფერებს გვჩუქნის. მაგრამ ყველაზე საოცარი წვიმაში მის შემდეგ სველი მიწის სუნია... მართლაც რა საოცარია არა.. შეისუნთქავ და თავს ცოცხლად გრძნობ. იმის შემდეგ რაც წვიმა კაცობრიობის სიბინძურეს ჩამოგრეცხავს ამ სურნელის შეგრძნების შემდეგ თითქოს თავიდან იბადებიო. ნუთუ ყველას ბავშვობაში არ უყვარდა წვიმისგან დატოვებულ გუბეებში ხტომა და თამაში? მაშინ ხომ არ გვეჩვენებოდა წვიმიანი დღე ესეთი დაბურული და სევდიანი. საქმე იმაშია რომ ბავშვი ყველა ნათელ ფერს ხედავს დედამიწაზე ხოლო ასაკთან ერთად და ყველა მძიმე მომენტის გამოვლასთან ერთად ცხოვრებას ფერები აკლდება... ადამიანი კი დღითი დღე ოცნებობს რომ ცხოვრებას დაკარგული ფერები მოემატოს და აი რატომ ეჩვენება მას წვიმიანი დღე ესეთი ბნელი ....ესეთი სევდიანი

ჩანახატებიWhere stories live. Discover now