rain-bow

115 4 0
                                    

მიყვარს წვიმა, მიყვარს წვიმის სურნელი და საერთოდ ყველაფერი მიყვარს წვიმაში. ეს ჯადოსნური მოვლენა მიყვარს. მომწონს როდესაც ლურჯი ცის მაგივრად მუქ და უზარმაზარ ღრუბლების ფენას ვხედავ და აი ვიცი რომ მალე წვიმა წამოვა, მალე ისევ შევიგრძნობ ამ სურნელს. მომწონს თუ როგორ გამოიყურება წვიმით დასველებული გარემო. მომწონს თუ როგორ მუქ შეფერილობას იღებს სველი მიწა და მწვანე მცენარეები. მომწონს თუ როგორ ეცემა წვეთწვეთად მცენარიდან წვიმის შხეფები ძირს. მომწონს თუ როგორ მომენტალურად იცვლება სახლის სახურავების შეფერილობა და თუ როგორ გადადის უფრო მუქ ფერებში. მომწონს იმის ხმა თუ როგორ ეცემა წვიმის წვეთები ასფალტზე. ცალკე ერთი წვეთი არაფერს არ წარმოადგენს თუმცა ამ დროს თითქოს ცა და დედამიწა ერთიანდებაო და ერთად დიდძალი შემართებით დაცემისას ხმამაღალი შხაპუნის ხმას გამოსცემს. ჩვენ ხომ ვადიდებთ ცას, სამოთხესაც ხომ მაღლა, მაღლა არსებულ ცასთან ვაიგივებთ. ნუთუ საოცრება არაა სადღაც მაღლიდან, ციდან დაცემული წვეთი რომ სხეულზე გეცემა და გერწყმის? ნუთუ საოცარი არაა რომ ის რასაც ვადიდებთ ძირს ქვემოთ, ჩვენს ფეხებთან ეცემა შემდეგ კი ისევ ზევით ადის... ნუთუ არ გავს ეს ადამიანის ცხოვრებას? კარგით! მოდით ამ ყველაფერს შევეშვათ, მაგრამ აღმაფრთოვსნებელი არაა, რომ წვიმის შემდეგ, სრულიად მოულოდნელად და უცაბედათ შეიხლება შავი ღრუბლები გაიფანტოს და მის მაგივრად მზე ისე აკაშკაშდეს როგორც არასდროს... ნუთუ წვიმის მერე და ასევე წვიმის გამო არ ჩნდება ცისარტყელა?? სასწაული არაა რომ ამ უფერობიდან უცბათ ამდენ ფერი წარმოიქმნება...

ჩანახატებიWhere stories live. Discover now