art

93 1 0
                                    

ხელოვნებას ბევრი განხრა აქვს თუმცა მოდით ახლა კონკრეტულად მხატვრობაზე ვილაპარაკოთ. რომ გითხრათ მხატვრობაში ვერკვევითქო მოგატყუებთ მაგრამ ჩემი აზრით ყველანაირი ხელოვნების გაგება და მის აზრში ჩაწვდომა შეიძლება თუ მას შეიგრძნობ. ხელოვნებაც ასე მესმის... შეგრძნება. თითოეული ნახატი გვიყვება თავის ისტორიას, ისტორიას იმ ეპოქის ცხოვრებაზე ჩვეულებრივ ხალხში თუ დიდებულებში, გვაწვდის გარკვეულ იმფორმაციას იმ დროის ადათწესებზე, ტრადიციებზე, ცხოვრებისეულ ღირებულებებზე და გაგებაზე. ლამაზ და თვალწარმთაც სანახაობასთან და ისტორიულ წყაროსთან ერთად ერთად ტილო თვალწინ გვიშლის და გვანახებს მხატვრის სულს, მის გადმოსახედს და ცხოვრების სტილს. მოკლედ რომ ვთქვათ ერთი ნახატიც კი თვალწინ უსაზღვრო სამყაროს გვიშლის , ისეთ შთაბეჭდილებას გვიქმნის თითქოს შეგიძლია ხელი წინ გასწიო და შეეხო წინა ფონზე არსებულ ფოთლებს, წინ წაიწიო და ნამიან მდელოზე გაწვე, დაიჭირო უკანა ფონზე წამოსული წვიმის წვეთი ან თუნდაც მესამე პლანზე დახატულ ხეზე აცოცდე რის შესაძლებლობას არასოდეს არ მოგცემს თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები. არმინდა ჩემი ჩანახატი კრიტიკოსის წერილს დაემსგავსოის თუმცა ამას ხომ ზუსტად საკუთარი აზრის გამოსათქმელად ვწერ? ჩემი აზრით თითოეული ნახატი თავისი ეპოქის სულია და მას ასახავს, გვანახებს ქვეყნიერების ევოლუციის პროცესს, რასაც ვერ დაინახავ თანამედროვე ნახატებში . იქნებ აზრიც ისაა რომ ევოლუციამ მისი დანახვის უნარი წაგვართვა? მაშინ როცა რენესანსის ეპოქის მხატვრებს სრულიად ჰქონდათ გააზრებული თუ რა დროში და რა ღირებულებებით ცხოვრობდნენ ჩვენს დროში ეს დაკარგულია, ადამიანი ვერ ხვდება თუ სად და რისთვის ცხოვრობს, ჯერ კიდევ ვერ შეუთვისებია ახალი ეპოქის წამოწყეებები და იმიტოიმაცაა რომ თნამედროვვე ნახატებში ქაოსი ჭარბობს. ხალხსაც იმიტომ მოსწონს ეს რომ არის ის ვინც მასავითაა ამ აბლაბუდაში აბურდული და იმითი რომ ერთმანეთი იპოვეს მისგან გამოღწევას აღარცკი ცდილობენ. მათთვის ურთიერთგაგება ამ ეტააპისთვის მთავარია. მაგრამ რა ვქნათ იმათმა ვინც ასე თუ ისე გარკვეულები ვართ ამ ახალ მსოფლიოში? ვინც უკვე ფინიშის ხაზთან ვართ და მათი ლოდინი გვიწევს ვინც აბლაბუდიდან გამოხსნას არცკი ლამობს? ჩვენ მხოლოდ ლოდინი დაგვრჩენია? და იქნებ ამ ლოდინში ჩვენც ჩავიკარგოთ და გავქრეთ? ვიტყოდი უკან მოტოვებულებს დავეხმაროთთქო ჩვენს დაწევაშითქო მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ მათი გასაკეთებელია, მოვლენებს წინ ხომ ვერ გავუსწრებთ და მათ გასაკეთებელს ჩვენ ხომ ვერ ვიკისრებთ? რათქმაუნდა  ვერა. ყოველივეს აქვს თავისი ორი მხარე, ნათელი და ბნელი, კარგი და ცუდი მაგრამ ერთი ჭარბობს და მეორეზე მეტია. ამ შემთხვევაშიც მათი მხარე ჭარბობს... და მაშინ რა ვქნათ რომ ჩვენი ხმა არ ჩიკარგოს? როგორ გამოვასწოროთ ის რომ არასწორ ეპოქაში დავიბადეთ?

ჩანახატებიWhere stories live. Discover now