to jonghyun

92 4 2
                                    

ვწუხვარ... მე ვწუხვარ რადგან ვერ გაგიგე.. ვწუხვარ რადგან ვერ მივხვდი თუ რამდენად გიჭირდა, ვწუხვარ რომ ტკივილი ვერ გაგიქარწყლე, ბოდიში რომ როდესაც ასე ძლიერ გჭირდებოდი ვერ გიშველე, ბოდიში რომ ის არ ვიყავი ვინც ამ ქვეყნად გაგაჩერებდა, ვწუხვარ რომ ის ადამიანი ვერ გამოვდექი ვისგამოც სიცოცხლე გიღირდა, ვწუხვარ რომ შენი ტკივილი ჩვენს სიყვარულზე უფრო ძლიერი იყო, ბოდიში რომ ტანჯვისგან ვერ გიხსენი... ბოდიში რომ ამ გზის არჩევა მოგიხდა, ვწუხვარ რომ იმდენად იტანჯებოდი რომ სხვა გამოსავალს ვერ ხედავდი, ვწუხვარ რომ ამით დაასრულე ყველაფერი... ესე უთქმელად თუმცა შენ ყველაფერს მეუბნებოდი მაგრამ მე არ მესმოდა ეს... არ გისმენდი და ამისთვისაც ბოდიშს გიხდი, ვწუხვარ რომ თავის დროზე არ ვიღონე რამე და ასე უმოქმედოთ ვიყავი და ყველაზე მეტად იმიტომ  ვწუხვარ რომ წუხილით მაინც ვეღარაფერს ვერ გამოვასწორებ, ვერ გიშველი, ვერ დაგიამებ ტკივილს, ვეღარ ჩაგიკრავ გულში და შენს ტკივილს ვერ წავიღებ. ვიცი რომ ეს თავის დროზე უნდა მექნა და ასე არ დაიტანჯებოდი. ვიცი ყველაფრის მერე ამის უფელბა არ მაქვს მაგრამ მენატრები, ძალიან მენატრები. იმის გაფიქრება რომ უშენოდ ერთი წამის კიარა მთელი ცხოვრების გატარება მომიწევს მკლავს. აზრი რომ შენს თბილ  ღიმილს ვეღარ დავინახავ, რომ შენს ცხელ ტუჩებს ვეღარ ვიგრძნობ შინაგანად მჭამს და მფიტავს. არ მინდა რომ ჩვენს დივანზე შენს გარეშე ვიჯდე და ჩვენ ჩაის შენს გარეშე ვსვამდე, არ მინდა რომ star warsს შენს გარეშე ვუყურო და არ მინდა რომ ცჩემს თმებს ვინმე სხვა ეფერებოდეს. მინდა რომ აქ გვერძე მეჯდე და ძველებურად მეხუტებოდე, მინდა რომ მაგ ვარდისფერ თმებს გიჩეჩავდე. თუმცა რას ვიზამთ... როგორც ჩანს ვარსკვლავებს ჩვენთვის ესეთი ბედი უბოძებიათ ან უბრალოდ იმდენად თვალისმომჭრელად კაშკაშაბდი ამ სამყაროსთვის რომ ეგოისტურად თავისთან წაგიყვანეს. მართლაც რომ ამ სამყაროსთვის ზედმეტად კარგი იყავი და იმედია იქ სადაც ხარ ეხლა ბედნიერი ხარ, იმედია გულწრფელად იღიმი. და იმისდა მიუხედავად რომ შეიძლება არ გინდივარ მე მაინც სულმოუთქმელად და მდუმარედ დაველოდები იმ დროს როდესაც კვლავ შევხვდებით ერთმანეთს ზეცაში... როდესაც მომეგებები და შენს თბილ მკლავებში გამახვევ მანამდე კი იმას დავჯერდები რომ სიზმრებში ანგელოზის სახით მომევლინები... მიყვარხარ.... ჯონჰიონს.

ჩანახატებიWhere stories live. Discover now