დღეს პირველად მომიწია წვიმაში ფეხით მარტო წამოსვლა და მინდა თავიდანვე გითხრათ რომ ამაზე საუკეთესო შეგრძნება ცხოვრებაში არ განმიცდია. ეს ნაყინის ჭამასაც კი მილიონი თავით ჯობია. დღეს მივაღწიე ჩემ ნირვანას. და დღეს საბოლოოდ დავიბენი რადგან ვერაფრით ამიხსნია თუ რატომ არ უყვართ ასე ძალიან წვიმა როდესაც ის მე სიცოცხლით მავსებს. ასე მგონია წვიმა ერთადერთია ვისაც ჩემი მთლიანად ესმის. ეს შეგრძნება ღიმილს მგვრის და ალბათ ამიტომაცაა რომ ის ასე ძალიან მიყვარს. ეს ხომ ულამაზესი მოვლენაა. არაფერი ჯობია წმინიან, გრილ ღამეში მარტო სეირნობა.
მოვდიოდი და სრულიად არ მეშინოდა არაფრის, პირველად მოვდიოდი ასე თავაწეული და უაზროდ გაღიმებული თითქოს კონკურსში გამემარჯვოს. ულამაზესი იყო დასველებული მიწა რომელიც მთვარის შუქზე ვერცხლისფრად მოელავდა. თითქოს მარტო ვიყავი და თან არა რადგან თან უთვალავი წვიმის წვეთი მახლდა. სახეზე ცივი წვეთების დაცემასთან ერთად უდიდეს ძალასაც ვგრძნობდი. ღრმად ვისუნთქავდი წვიმის სუნს და გულმოდგინედ ვაყურადებდი ყოველი წვეთის მიწაზე შხაპუნით დაცემას. სუფთა ჰაერით ფილტვებთან ერთად გულიც სიხარულით მევსებოდა და დაუოკებელ სურვილს მიჩენდა გულწრფელად, მთელი სულით გამეღიმა. მაღლა რომ ვიხედებოდი სიტყვებით აღუწერელ სილამაზეს ვხედავდი. რაც შეიძლება ნელა მოვდიოდი რომ ეს სიამოვნება გამეგრძელებინა, რადგან დამვიწყებოდა ყველანაირი დარდი რომელიც გულზე მაწვა და მაწვალებდა. საბოლოოდ, ამდენი ხნის შემდეგ ამოსუნთქვის საშუალება მომეცა. წვიმას ჩემი ყველა დარდი თან წაეღო და თვითონ თმებზე და სახეზე პატარა ბრილიანტის ბრწყინავი გვირგვინით მამკობდა. როგორც იქნა თავისუფალი ვიყავი, თავისუფაალი იყო ჩემი გონება და გული.
შემდეგ კი რეალობაში დაბრუნება მომიწია, საშინელ რეალობაში ამიტომ შევეცდები მომავალ წვიმამდე ეს გრძნობა გულთან ახლოს, ძლიერად დავიჭირო და მისით ვისულდგმულო.
YOU ARE READING
ჩანახატები
RandomTo write means more than putting pretty words on a page. The act of writing is to share a part of your soul with the world. Fill your paper with the breathings of your heart. You can make anything by writing.