თბილისი

217 12 1
                                    

მივდივარ თბილისის ქუჩებში და აქედან გაქცევა მინდება. ყველაფერი სულს მიხუთავს. გაღიზიანებული ხალხი თავიანთი ძვირადღირებული იმიჯის შესაქმნელი მანქანების საჭეებთან ზიან და ერთმანეთს გაღიზიანებულები უსიგნალებენ. ხალხის უხასიათო სიბრაზით აღსავსე სახეებს ყველგან ხედავ რომლებიც ერთმანეთს უყვირიან, ცამდე აღმართული შენობები და ცათამბრჯენები მზის შუქს გიფარავს, იმედის... თავისუფლების შუქს გიჩრდილავს და შენამდე არ უშვებს. არ უშვებს მზის სხივებს შენს სახემდე რომ მათ შენს სახეზე იკიაფონ და გაგაღიმონ, შენობები რომლებიც შენთითონვე ააშენე არ უშვებენ შენამდე ბედნიერების სხივებს. ხალხს მხოლოდ ის დარჩენია თავიანთი სურვილით აშენებულ ბნელ ცათამბრჯენებს შორის იცხოვრონ და ცხოვრება ხელოვნური ნათურებით გაინათონ.

ჩანახატებიWhere stories live. Discover now