ყოველთვის მიყვარდა ბუნება, მცხუნვარე მზე, გადამწვანებული მდელოები,მოშრიალე არემარე , მდელოზე გადაშლილი ფერადი ყვავილები და ცხოვრების გამოსაცოცხლებელი სურნელი რომელიც ცხვირში გიღუტუნებს და სახეზე ღიმილს გფენს. მიყვარს თუ როგორი სუფთა წმინდა და ცოცხალია. ყოველთვის ვცდილობდი დამეცვა ბუნება, ყვავილები და ხეები. ის ხომ ისეთი ლამაზია. შემეძლო საათობით ვმჯდარიყავი და მეყურებინა მზის შუქზე მწვანედ მობიბინე ბალახისთვის. წარმომედგინა თუ ვინ იყო ეს გვირილა წინა ცხოვრებაში და რა თავგადასავლები ჰქონდა გამოვლილი. ჩემი აზრით ყველა მცენარე წინა ცხოვრებაში რაღაც არსება იყო ხოლო ეხლა იმ ადამიანის საფლავზე აღმოცენებულ ყვავილად იქცა. ამიტომ არ მესმოდა იმ ადაიანის ვინც ყვავილებს წყვეტდა მხოლოდ იმისგამო რომ სახლში ჩაედოთ მიყრუებულ ვაზაში შემდეგ კი ნაგვის ურნაში მოესროლათ. სანაგვეზე მოესროლათ იმ ადამიანის მოგონებები, გრძნობები და პიროვნება. ხალხი ხომ ესეთი ეგოისტია მათ მხოლოთ თავისთვის უნდათ რომ მიისაკუთრონ იმ ადამიანის სულიერი სილამაზე რაც ყვავილის ფერებშია გადმოცემული მაგრამ ისინი მაინც ვერ ხვდებიან რომ ამითი თავიანთ სულს ვერ გაილამაზებენ და გაიფერადებენ. მათ უნდათ რომ სიკვდილის მერე ლამაზ ვარდად გადაიქცნენ თუმცა ამისთვის არც არაფერს არ აკეთებენ და არც გააკეთებენ სანამ დედამიწაზე ყვავილები საერთოდ აღარ დარჩება.
YOU ARE READING
ჩანახატები
De TodoTo write means more than putting pretty words on a page. The act of writing is to share a part of your soul with the world. Fill your paper with the breathings of your heart. You can make anything by writing.