ღამე? ბევრს რომ ჰკითხო გიპასუხებთ რომ ეს დროა როდესაც ადამიანს ძინავს, ლამაზ სიზმრებს ნახულობს და რეალობას სწყდება. დრო როდესაც გარეთ საშიშია, მიზეზად კი სიბნელეს დაგისახელებენ. აი მე კი გეტყვით ნამდვილ მიზეზს იმისა თუ რატომაა ღამე ასეთი საშიში და შემზარავი. სწორედ ამ დროს ფხიზლდება და გარეთ გამოდის ადამიანის ბნელი ფიქრები, სანუკვარი ოცნებები, შემზარავი მოგონებები და ადამიანის ყველაზე ბნელი, მუქი და საშიში საიდუმლოებანი რომლებსაც დღის შუქზე საგულდაგულოდ მალავს ნიღბის ქვეშს. ღამე, ღამეს კი ვერაფერი ვერ დაემალება. მთვარის შუქს შენი გულის უღრმეს კუნჭულში არსებულ სურვილებსაც კი გაანათებს და სააშკარაოზე გამოიტანს. აი ამიტომაა ღამე ასეთი შავი. ღამით მზის ჩასვლასთან ერთად, თავს ერთად იყრის ადამიანების ბნელი საიდუმლოება და ცოდვები რომლებიც ღამის სიბნელეში მომენტალურას გშთანთქავს და უკვალოდ გაქრობს.
YOU ARE READING
ჩანახატები
RandomTo write means more than putting pretty words on a page. The act of writing is to share a part of your soul with the world. Fill your paper with the breathings of your heart. You can make anything by writing.