ბურუსიდან ნელნელა გამოვდივარ, წყვდიადს თავს ვაღწევ და თვალებს ვახელ. ნამიან ბალახს ხელებით შევიგრძნობ . მწვანე მაღალყელიან ბალახებს შორის ვწევარ რომლებსაც ქარი ნელა არხერვს და თავისი ნებით იმ მიმართულებით აცეკვებს საითაც უნდა. თვალწინ ვარსკვლავებით მოჭედილი ცა მეშლება, შუაში კი უზარმაზარი მოკაშკაშე ბურთი კიდია. ვარსკვალავების და მთვარის ციმციმი ერთიანდება და არემარეს მინათებს. ცა იდეალურო იასამნისფერი ხაზით ორ ნაწილად არის გაყოფილი. ერთ მხარეს მზე კაშკაშებს მეორე მხარეს კი მთვარე. ჩემი თეთრი სარაფანი და ყავისფერი თმები ბალახისნაირად ცვრიანი და ნამიანია. ნელა ვდგები ფეხზე თუმცა იმის გამო რომ ჩემი ფეხი ბუნების რითმულ ცხოვრებაში შევდგი ბალახიდან ჩემს მოძრაობასთან ერთად ათასი ციცინათელა ამოფრინდა და გზა მინათებენ. გზა ნელნელა გავიკლიე ხეებისკენ რომლებიც ოქროსფრად ბრწყინავენ. მათ ქვეშ გავლისას ხის ტოტები თავიანთ ბრჭყვიალა მტვერს ზედ მაყრიან მისალმების გამოსახატავად. ნელა გადავკვეთე იასამნისფერი ზოლი რომელსაც საზღვარი არ უჩანდა და მცხუნვარე მზეს მომღიმარი სახე შევუშვირე. მდელო უამრავი მანათობელი ყვავილით იყო შემკული, მათზე კი ფოსფორისნაირად მანათობელი პეპლები იჯდნენ. ერთი მხრიდან ჩიტების ჭიკჭიკი მეორე მხრიდან კი ბუს ხმა იდეალურ სიმფონიას ჰქმნიდა. ისევ იასამნისფერ ზოლს მივუბრუნდი და ზუსტად შუაზე დავდექი. ერთი მხრიდან ულამაზეს ცისარტყელას ვუმზერდი მეორე მხრიდან კი ფეიერვერკების ხასხასა ფერები მჭრიდა თვალს. ციცინათელები და პეპლები ერთდროულად დამაჯდნენ, მზემ თვალი მომჭრა.
თვალებს ვახელ და ხელს ვიფარებ რადგან მზის სხივები პირდპირ თვალებში მანათებენ. უცბათ ჩემს წინ უზარმაზარი ცათაბრჯენი იშლება რომელიც სიგანეშიც უშველებელია და მთელ ხედს მიფარავს. უკვე რამოდენიმე წელია რაც ეს შენობა ჩემი სახლის წინ ააშენეს და მას ყოველ დილას ვხედავ, მაგრამ ისეთი უშველებელი როგორიც ეხლაა არასოდეს არ მგონებია, იმდენად უშველებელი რომ შიშის ზარსაც კი მცემს. ვუყურებ ამ რუხ შენობას და თავი ძალიან, ძაალიან პატარა მგონია, იმდენად პატარა რომ ისეთი შეგრძნება მეუფლება თითქოს ატომის ზომამდე დავპატარავდები და საერთოდ გავქრები. ეს შენობა ჩემში თავზარდაცემას იწვევს და მაგრძნობინებს ჩემს უმნიშვნელობას ამ დედამიწაზე. ოთახიდან გავდივარ და დერეფანს მივუყვები. ჩემი სახლი ყოველთვის დიდი მეგონა თუმცა ეხლა ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ის ჩემთან ერთად პატარავდება. ვუყურებ ხალხს რომელიც სამზარეულოში საქმიანობს და წარმოვიდგენ თუ რა პატარა ვარ ამ სახლთან შედარებით, რა პატარაა ეს სახლი იმ ცათამბრჯენთან შედარებით, რა ციცქნაა ის ცათაბრჯენი ჩვენს დედამიწასთან შედარებით და აი ასე გრძელდება უსასრულობამდე რომლემშიც დაკარგულები ვართ.
YOU ARE READING
ჩანახატები
De TodoTo write means more than putting pretty words on a page. The act of writing is to share a part of your soul with the world. Fill your paper with the breathings of your heart. You can make anything by writing.