შენ შემოდგომას გავდი, სევდიან შემოდგომას. მასსავით მშვენიერი იყავი, იმ უკვე გაყვითლებულ და დაბერებულ ფოთლებს გავდი რომლებიც ხის ტოტებიდან ნაზად და სინატიფით ეცემა და ქარს და წვიმას ეცეკვება, ელეგანტურად ასრულებს ბოლო ცეკვას და შემდეგ ძირს ეცემა. იმ გაწითლებული ხის ტოტებს გავდი რომლებიც შემოდგომის ქარში და წვიმაში ქაოტურად ირყეოდა და გამყარებას ცდილობენ ქარიშხალმა რომ არ მოგლიჯოს. ზაფხულის წასვლისგან გაწითლებული ფოთლებივით ლამაზი და შემოდგომის ქარივით თბილი იყავი,ამ რუხი წვიმიანი ამინდებივით ტრაგიკული და ზუსტად ეს მიკლავს გულს.ამ დროს ყველაფერი შენს თავს მახსენებს. შენი მონატრებისგან დაღვრილ ცრემლებს წვიმა მწმენდს და მამხნევებს, შენი წასვლისგან დატოვებულ სიცარიელეს მივსებს რადგან მასში შენ გგრძნობ, თითოეულ წვეთში. ქუჩებში მარტოდ ხეტიალისგან გაყინულ კანზე წვიმის წვეთი მეცემა, მათბობს და ასე მგონია აქ ხარო, ჩემი ხელი შენსაში გაქვს მოქცეული რომ არ გავიყინო და თან შენი სევდიანი თვალებით მიმზერ. აქ ყველგან შენი ელფერია, ქარის წუილში შენი ხმა ჩამესმის სადღაც შორიდან. შენი ტკბილი და მწუხარებით სავსე ხმა რომელიც მეჩურჩულება და მეუბნება რომ არ შემეშინდეს , რომ ესეც ჩაივლის. ჯონჰიონ ესეც გაივლის.... ყველაფერი გაივლის. მალე... ძალიან მალე
YOU ARE READING
ჩანახატები
RandomTo write means more than putting pretty words on a page. The act of writing is to share a part of your soul with the world. Fill your paper with the breathings of your heart. You can make anything by writing.