ჩახუტება მესაჭიროებოდა, მაგრამ არა ისეთი როგორიც მეგობრის ნახვისას და გადახვევის დროსაა ან მაშინ როდესაც ვიღაცას იმიტომ ეხუტები რომ უბრალოდ საყვარელია. აი ისეთი ჩახუტება მჭირდებოდაა სულს რომ გითბობს და გულს რომ გასაოცარ ჰარმონიას სძენს, აი თუნდაც სრულიად წამიერად მაგრამ მაინც ამ ენით აღუწერელ გრძნობას რომ სამუდამოდ გიტოვებს და მასზე მიჯაჭვულს გხდის. ისეთი ჩახუტება მინდოდა რომელიც თავში არსებულ ქაოტურ მოძრაობებს მომენტალურად გააქრობდა და გააქარწყლებდა, რომელიც ბზარებისგან გატეხვის პირამდე მისულ გულს წამიერად მაინც გაამთელებდა, რომლისგანაც სულში არსებული ლოდიი გაქრებოდა. ჩახუტება რომელიც ყველა შენს გასაჭირს და გულისტკივილს წაიღებდა, წაიღებდა და გააქარწყლებდა თავისი სიყვარულით, იმითი რომ შენი კარგად ყოფნა თავისას ურჩევნია, ის აზრი რომ ვიღაცას საკუთარ ბედნიერებაზე მეტად უღირხარ. ეს იქნებოდა ჩახუტება რომელიც დაგავიწყებს საერთოდ ყველაფერ ცუდს რაც კი შეგხვედრია, მოგაშორებს იმ ვალდებულებებს და საზარელ წარსულს, რომელიც ღამე მშვიდათ ძილს გიფრთხობს და მუდმივად... მუდმივად გახრჩობს, ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევს და შემდეგ , როდესაც იმ ადამიანის თბილი სხეული შენსას ისე მჭიდროდ შემოეხვევა თითქოს სადმე გარბოდე და არ გიშვებდესო, როდესაც მის მათრობელა სურნელს, რომელიც გონებას გიბნევს ფილტვებით გაავსებ, როდესაც გრძნობები ერთმანეთში სხეულის და თითოეული შეხების საშუალებით გაიცვლები მაშინ მიხვდები თუ რას ნიშნავს ჭეშმარიტი ბედნიერება და.. მაშინ დაისადგურებს... სიმშვიდე.
YOU ARE READING
ჩანახატები
RandomTo write means more than putting pretty words on a page. The act of writing is to share a part of your soul with the world. Fill your paper with the breathings of your heart. You can make anything by writing.