მტკივა... ძალიან მტკივა. ვგრძნობ თუ როგორ მეყინება ყველაფერი. გაციებულ ცვილს ვემსგავდები. ცვილს რომელიც ხალისიან ფერებით შეღებეს და მომღინარი სახე დაახატეს. ვგრძნობ თუ როგორ მიჩნდება ნელნელა ბზარი ზედმეტად გაციების გამო. ბზარერბი პატარა და უმნიშვნელოა თუმცა ძალია ბევრია. მთელ სხეულზე მაქვს. რა უნდა ვუყო ამ ბზარებს? როგორ გავაქრო? როგორ გადავირჩინო თავი? აქ ხომ არავინაა რომ გამათბოს, დამადნოს და ხელახლა ამაწყოს. ბზარები არ გაქრება, მას ვერაფერს ვერ ვუზამთ. მათი მხოლოდ გადაღებვა შეიძლება. გადავღებავთ და ამით მათ დავფარავთ მაგრსმ სინსმდვილეში ხომ ისინი არ გამქრალან? ისინი ისევ იქ არიან, საღებავის სქელი ფენის უკან და გაფართოებას განაგრძობენ სანამ გულამდე არ ჩააღწევენ და არ გატეხავენ. ეს გარდაუვალია, ამას ვერაფერი ვერ შეაჩერებეს. ერთადერთი რამ რაც შეგიძლია ეს ბედთან შეგუებაა და შენი როლის თამაში ამ არაპროფესიონალურ დადგმაში. იქამდე საანამ ბზარები გულამდე არ ჩააღწევს და მას საბოლოოდ არ დაამსხვრევს.
YOU ARE READING
ჩანახატები
RandomTo write means more than putting pretty words on a page. The act of writing is to share a part of your soul with the world. Fill your paper with the breathings of your heart. You can make anything by writing.