მიყვარდი

140 4 0
                                    

ყველაზე ნაკლებად მინდოდა ამ სიტყვების წარსულში თქმა, მიჭირდა და არ მინდოდა რომ ეს დღე დამდგარიყო.

მე შენ მიყვარდი... დიახ, მიყვარდი. ძალიან ძალიან მიყვარდი მაგრამ ეს გრძნობა ისევე მალე წავიდა როგროც მოვიდა. იმ ქარს მომენტალურად გაყვა რომელიც ლამაზ დღეებში ზღვის პირას სახეზე გვეფერებოდა და მოგონებებიც თან წაიღო. ყველაფერი გაიყოლა და არაფერი დამიტოვა. არაფრით დამტოვა და გინდა გითხრა რა არის ყველაზე საწყენი? თავს კარგად ვგრძნობ. იმაზე კარგად ვიდრე მეგონა. ვერ მოგატყუებ და გამოგიტყდები რომ მომენატრება, ნამდვილად მომენატრება ეს გრძნობები, ის დრო რაც ერთად გვაქვს გატარებული ყველა თბილი სიტყვა, გაცინება და ჩახუტება, მაგრამ ალბათ ასე უკეთესიცაა, ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო. ასე იყო ჩაფიქრებული და ეს ძალიან კარგია. ასე არაა? ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოს. ხალხი მიდის და მოდის, ცხოვრების ერთი ეტაპი მთავრდება და ახალი იწყება მაგრამ მე წყნარად ვარ, გულში სიმშვიდეა და თავში ტალღები აღარ ღელავს. ვუყურებ წარსულს და ვიღიმი. ვიღიმი და ამავე ღიმილით მომავალს ვეგებები. პირველად ცხოვრებაში არ დავტირი წარსულს, არ განვიცდი იმას რაც დამთავრდა. იცი რატომ? იმიტომ რომ რაც იყო მორჩა და ზუსტად ეს ხდის მას გამორჩეულს, იმიტომ რომ გაშვება ვისწავლე, ვისწავლე როდისაა დასასრულის ზუსტი დრო, ახალი დასაწყისი სად უნდა იყოს და რომ ამას გაბადრული სახით უნდა შევეგებო, არ შევეწინააღმდეგო. რადგან ამ ციკლს ვერ შევაჩერებ, ცხოვრებას ვერ შევაჩერებ.ამ დროს არ უნდა გავუძალიანდე დროს და მას უნდა მივყვე. 

მე შენ მიყვარდი... ძალიან მიყვარდი და იცი რა? ამ სიტყვებს დარდით არ ვამბობ არამედ დიდი სიხარულით რადგან მე მიყვარდი... გესმის? - აღტაცებით თქვა- აი მიიყვარდიიიი და ამაში ცუდი არაფერი არაა. არც ნაღვლიანი არამედ პირიქით შესანიშნავი. მადლობა ამისთვის... მადლობა რომ გიყვარდი. ადრე ამ სიტყვებზე ვიტირებდი მაგრამ ახლა არა

ყველაზე ნაკლებად მინდოდა ამ სიტყვების წარსულში თქმა, მიჭირდა და არ მინდოდა რომ ეს დღე დამდგარიყო, მაგრამ ხო ხედავ, აი ეხლა აქ ვარ ყველანაირ შიშგაქარწყლებული და უშიშრად გეტყვი  მიყვარდი და გეტყვი მადლობას.

მადლობა რომ გიყვარდი და მადლობა რომ მიყვარდი. ახლა კი.... ახლა კი სხვისი დროა... - ღიმილით მიუგო,შებრუნდა და უკან მოუბრუნებლად, თამამი ღიმილით დაადგა თავის გზას. ბიჭი? ბიჭი კი თავისი გზით წავიდა. და იცით რაა? ეს შესანიშნავია... ეს ნამდვილად შესანიშავი დასასრულია.

ჩანახატებიWhere stories live. Discover now