უბრალოდ მინდა გადავხტე. და ვიცი რომ როცა გადავხტები ეს გულის ცემა რომელიც საგულედან გამოღწევას ლამობს გაჩერდება, გაჩერდება და მეც დავწყნარდები. ყველა დარდს კი ეს ნიავი, რომელიც სახეში მელამუნება, თან გაიყოლებს. ყველა ფიქრს, ყოველ დაღვრილ ცრემლს. ამ ყველაფერს, ამ ქაოსურ აზრებს რომელიც ერთმანეთში ირევა, კედლებს ეხეთქება და ვეება აბლაბუდას ქმნის უკვე აზრი აღარ ექნება. შემდეგ კი პატარა ბავშვად მოვევლინები ამ ქვეყანას, რომლის უმთავრესი მიზანი ახლა , ამ ეზოში მორბენალი ქათმების დაჭერაა. ან თუნდაც ობობად გადავიქცეოდი რომელმაც არ იცის სადაა, რატომაა და რისთვისაა. ის უბრალოდ არის..... არის და ქსელს აბამს, რომ რაც შეიძლება შორს ავიდეს ცისკენ.
კარგი იქნებოდა თუ უბრალოდ ცაში ნაზად მოფარფატე თეთრი ღრუბელი ვიქნებოდი, რომელიც ქარს უხმოდ, ზანტად მიჰყვება და ქვევით მომხდარ მოვლენებს აცქერდება..... აი ასე უბრალოდ და მარტივად, თავისთვისაა და არაფერი არ ანაღვლებს იმის გარდა რომ ქარს მიჰყვება, მოკაკანე ქათამი დაიჭიროს ან კიდევ მთვარის სხივებზე ოქროსფრად მოელვარე ქსელი მოქსოვოს.
YOU ARE READING
ჩანახატები
RandomTo write means more than putting pretty words on a page. The act of writing is to share a part of your soul with the world. Fill your paper with the breathings of your heart. You can make anything by writing.