მციოდა

84 2 0
                                    

მციოდა, ძალიან მციოდა, ცივი ქარი უბერავდა რომელიც სულში ატანდა და ყველაფერს მიყინავდა. იმდენად მციოდა, იმდენად მციოდა ამ მტკივნეული მოგონებებისგან რომ სუნთქვაც კი მეკვროდა, ვერ ვსუნთქავდი და ზუსტად მაშინ როცა მეგონა მალე გავიგუდებოდი, წვიმა წამოვიდა. ჯერ ერთი პატარა წვეთი დამეცა, შემდეგ მეორე, მას მესამე მოჰყვადა და ერთბაშად მილიონობით წვიმის წვეთი დამეცა.                        

  წვიმამ გამათბო! 

დამცველად მომევლინა და მის თბილ მკლავებში გამახვია. მტკიცედ და მამაცად გაყარა გრიგალი და ქარი. გაყარა მტკივნეული მოგონებები, და მათგან დაწყლულებულ ადგილებზე მალამოსავით მომედო, ბზარები ყვავილებით შემივსო. სული სითბოთი ამივსო და მხოლოდ კარგი დამიტოვა. უცნაურია მაგრამ ქარისგან ჩამქრალი ნაპერწკლები გამიღვივა.

წვიმა აი ასე, უცაბედათ მოვიდა და გული გამითბო.

 და წვიმამ მე.... გამათბო!

ჩანახატებიWhere stories live. Discover now