ღამის ცა

165 7 0
                                    

რა ლამაზია არა ღამის ცა? მილიარდობით ციმციმა ვარსკვლავით მოჭედილი რომლებიც ასეთი პატარა ჩანს სინამდვილეში კი რა უზარმაზარია, რა გრანდიოზული და მოციმციმე. უსაშველო და ამავდროულად შემზარავი. მან უცაბედად შეიძლება გშთანთქოს მის უსასრულობაში და ათასობით ვარსკვლავს შორის ისე დაიკარგები ვითომც არ არსებობდი. მისი მოცულობა და მასშტაბი სრულიად გითრევს და გნუსხავს. მისი იდუმალება კი თავს გაკარგვინებს. ვის არ უყვარს ღამე სიჩუმეში ჯდომა და ცაში ყურება. ათასობით პატარა წერტილის ცქერა რომელიც ამდენი საიდუმლოებით და იდუმალებითაა სავსე და გარშემორტყმული. უყურებ მათ და გრძნობ თუ რა პატარა ხარ, რა უმნიშვნელო იმ უზარმაზარ გალაქტიკასთან შედარებით, მაგრამ მაინც რა მნიშვნელოვანი ხარ. მნიშვნელოვანი იმ ადამიანისთვის ვისთვისაც სამყაროს ნიშნავ. გალაქტიკა ასეთი უსაშველო და უზარმაზარია. ხელშეუხებელი და იმდენად დიდი რომ თითქოსდა მისი დანახვა შეუძლებელია, თუმცა თუ კარგად დავაკვირდებით და ადამინის სულს ჩავუღრმავდებით მისი დანახვა საყვარელი ადამიანის თვალებში შეგვიძლია.

ჩანახატებიWhere stories live. Discover now