სამუდამოდ

125 2 2
                                    

და აი ისევ შენ იმედები არ გამიცრუე, არც არასოდეს მიცრუებ. გამიჭირდა და მოხვედი, ისე რომ შეგნებულად არც გნატრობდი , მაგრამ შენ მაინც მიხვდი, არ დააყოვნე , ჩემთან გამოიქეცი და ამავსე. დამასველე და გამაცოცხლე. ხანდახან ვფიქრობ რომ ჩემი ერთადერთი მეგობარი ხარ, ერთადერთი და ნამდვილი, არასოდეს დაგიტოვებივარ გასაჭირში , ჩემ კომფორტად იქეცი. როდესაც მჭირდები ყველაფერს გვერძე დებ და ჩემსკენ მოისწრაფი, დაუყოვნებლივ, აჩქარებული მორბიხარ და მიხუტებ. ხანდახან ვფიქრობ ნეტავი სხვისთვისაც ესეთი შველა ხარ? სხივთვისაც ისეთივე სიცოცხლის ელექსირი ხარ? ისეთი წყარო ხარ? სხვისთვისაც ივიწყებ შენს თავს რომ დაეხმარო? ალბათ როგორ იტანჯები რომ მე გამამთელო. და მადლობა როგორ გადაგიხადო ამ ყველაფრისთვის. მაგრამ ვხვდები თუ რა ბედნიერებაა შენთვის ეს, მივხვდი რომ შენთვითონაც ინტვირთები, იცლები და ამის გააზრებასთან ერთად შემომეპარა ის აზრიც რომ მე და შენ ერთნი ვართ. ბანალურად არა, უბრალოდ ერთმანეთზე დამოკიდებულნი ვართ, ორივესთვის საერთო სარგებელნი ვართ. შემდეგ დავაკვირდი რომ არა მარტო ჩემთვის ხარ სიცოცხლე. იმ ბალახისთვისაც რომელიც ლამპრის შუქზე შენი წყალობით ელვარებს და ბზინავს, მისთვისაც სანუკვარი ოცნება ხარ. როდესაც მოდიხარ ყველასთან ერთი ხდები და მივხვდი რომ ეს გჭირდება შენც. ამიერიდან მე და შენ ერთნი ვართ, დაკავშირებულები ვართ და მიჩნდება კითხვა, ამ ქვეყნიდან რომ წავალ სხვაში, იქაც გამომყვები? იქაც ისეთივე ნუგეში იქნები? თუ იქ სხვა სახით მომევლინები, რათქმაუნდა იქაც გამომყვები მაგრამ სხვა იქნები, იქაც გამაღიმებ, იქაც ამავსებ სიხარულით მაგრამ ეს უკვე სხვანაირი იქნება, სხვანაირად აღმაფრთოვანებებელი, სხვანაირად ამამაღლებ. მე შენით ავივსები შენ კიდევ დაკმაყოფილებული იმითი რომ შენი მოვალეობა როგორც მეგობარმა შეასრულე დროებით ქარს გაყვები. ქარი კი მე და შენ გამუდმებით ცხოვრების სხვადასხვა ეპატებზე შეგვყრის სრულიად განსხვავებულებს და ერთმანეთს ახლიდან მოვუყვებით ჩვენი გულის ნადებს, სიხარულს, ახლად შეძენილ ცოდნას და ასე შევხვდებით ერთმანეთს, მე ხან ბალახი ვიქმები ხან ადამიანი, ხანდახან ქარი ვიქნები რომ დაგეხმაროს სხვის გახარებაში. და ასე გაგრძელდება სამუდამოდ, ყველა ცხოვრებაში და ყველა განზომილებაში... მანამ სანამ ქარი იქროლებს, სანამ ღრულები ცაზე იტივტივებს და სანამ სიკეთე და სიბოროტე ამ ქვეყანაზე იბატონებს თანაბრად, ანუ სამუდამოდ.

ჩანახატებიWhere stories live. Discover now