მიყვარს ეს დრო, როდესაც ცას ნელნელა ეპარება მზის სხივები და ლურჯ ფრად იღებება ხოლო ქვევით კი ლამპიონები მაინც კიაფობენ რომ ქუჩები გაანათონ. მომწონს როდესაც ამ დუმილში რომელსაც მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკის ხმა არღვევს, შეგიძლია მოისმინო თუ როგორ სუნთქავს ქალაქი და როგორ უყვება ბუნებას მის ისტორიას, იმას თუ რამდენ რამეს დაუპირისპირდა და რამდენი ლამაზი თუ შემზარავი სცენების მომსწრე გახდა. თუ ყურს გულმოდგინედ დაუგდებთ მისი მონაყოლი რომელიც ემოციებითაა გაჟღენთილი ჩაგყლაპავს და მის ნაწილს გაგხდის. თუმცა ბევრს არ ძალუძ რომ მის თავში არსებული ქაოსური ხმები დაახშოს რათა თბილისის ნაამბობი მოისმინონ. ალბათ ძალიან იღბლიანი უნდა იყო რომ ქალაქმა აგირჩიოს და ნება მოგცეს მისი მონათხრობი მოისმინო. მეკიდევ ვამაყობ რომ მათ რიცხვში შევდივარ. თუმცა ძალიან მძიმე საქმე კი გამოდგა. გაფაციცებით თუარ უსმინე ისე მოგიტაცებს მანქანების ხმები რომ ვერც კი შეატყობ. ამიტომ არ უნდა მისცე ნება შენივე გაკეთებულ მანქანებს რომ გამოცდილების მიღებაში ხელი შეგიშალოს და ბუნებას მოგწყვიტოს, შენს გამჩენს დაგაშოროს და მის კლანჭებში მოგიქციონ.
YOU ARE READING
ჩანახატები
RandomTo write means more than putting pretty words on a page. The act of writing is to share a part of your soul with the world. Fill your paper with the breathings of your heart. You can make anything by writing.