მესამე პირი:
ლამაზად მოწყობილ მისაღებში 7 ბიჭი ისხდა და საუბრობდა.-ნამჯუნ ხომარ იცი რას შვებიან ადვოკატები?-იკითხა ჯიმინმა.
-საბუთებს და მტკიცებულებებს აგროვენ რა ხდება?-თქვა ნამჯუნმა.
-კიდევ 1 სარჩელის შეტანა მოგვიწევს.
-რა სარჩელის?-იკითხა თეჰიონმა.
-ვიღაცას შუგას სახე ჩაუსვია ფოტოშოპით რაღაც ამაზრზენ ფოტოებზე და ოთახში ქონია ჩამოკიდული. ეს კი შეურაწყოფაა! -ბიჭები პირდაღებულები უყურებდნენ ნუ ქუქის და იუნგის გარდა. ქუქმა უკვე იცოდა ხოლო შუგა საშინლად გამწარებული იყო ამ ამბის გაგების შემდეგ.
-აიშ! ეს ხალხი სულ გაგიჟდა?! ვანახებ მე მაგას!-აყვირდა შუგა.
-დაწყნარდი რა შუგა! ვიღაც ქეთიმ ისე ცემა ეხლა ციხეში ზის და სასჯელს იხდის.-ჩაერთო საუბარში ქუქი.
-მოვაგვარებთ მაგასაც.
-ხო კარგია ეხლა წადით დაისვენეთ გვიანია.-თქვა ჯინმა.
-კარგი დედიკო ჯინ.-თქვა ჯიმინმა და ოთახში მოკურცხლა.
-აიშ! -თქვა ჯინმა. თან ბრაზობდა და თან ეღიმებოდა მათ მიერ დაძახებულ "დედიკო ჯინზე".
ანასტასიას pov:
-ანასტასია გამოდი შენთან არიან!- დაიძახა ბადრაგმა და დაკითხვის ოთახში ამოვყავი თავი. ჩემს წინ 30 წლამდე ბიჭი იჯდა ადვოკატის ფორმაში გამოწყობილი.-კარგი ანასტასია მოდი ჯერ გაგეცნობი. მე შენი ადვოკატი ვარ ბატონი სუკი და შეგიძლია უბრალიდ სუკი დამიძახო.
-კარგი გისმენთ უბრალოდ საქმეზე გადადით.
-აქ იმისთვის ვარ, რომ დაგეხმარო აქედან გასვლაში. ამისთვის კი საჭიროა, რომ ყველა კითხვაზე პასუხი გამცე.
-კარგი, მაგრამ რატომ მეხმარებით?
-ასე ვთქვათ ერთმა ანგელოზმა გამომგზავნა აქ. კარგი დავიწყოთ. იმყოფებოდა თუ არა იქ ვინმე თქვენს გარდა, როდესაც ჩანთაში საქონელი ჩაგიდეს?
-კი 2 კონსულტანტი გოგონა და 1 კიდევ სალაროსთან იჯდა.
-ამიღწერე ისინი.
-ერთს მოკლედ შეჭრილი თმა ქონდა და დამაგრებულ სანიშნეზე ემა ეწერა. მეორეს გრძელი და დატალღული თმა ქონდა სახელზე ქლოე ეწერა ხოლო მესამეს საშინლად წითელი ბუნებრივი თმა ქონდა და სახელი არ ეწერა.
-კარგი გასაგებია თავისუფალი ხარ.-მითხრა და საკანში დამაბრუნეს მალევე კი ქეთი გაიყვანა ბადრაგმა.
ქეთის pov:
ბადრაგმა დაკითხვის ოთახში გამიყვანა. სკამი გამოვწიე და ზედ დავეხეთქე, რის შედეგადაც ჩემს წინ არსებული ბიჭის ყურადღება მივიქციე.-ანუ ქეთი შენ ხარ. მე სუკი ვარ შენი ადვოკატი. -მითხრა საქმიანი ხმით.
-სუკი ხარ თუ სუპი ჯერ ეგ გამაგებინე აქ ვინ გამოგზავნა?-ვუთხარი და მის გაკვირვებულ სახეს წავაწყდი.
-ბიგჰიტმა. აბა ეხლა მომიყევი რა მოხდა.-მითხრა და მოყოლა დავიწყე. დიდად არ მსიამოვნებდა, მაგრამ იქნებ აქედან მალე გავაღწიო ჩემს გოგონებთან ერთად.
-ერთი მდიდარი ბიზნესმენის შვილი ვცემე, რადგან საშინლად შეურაწყო ჩემი საყვარელი მომღერალი მისი ქცევებით. შემდეგ კი მისმა მამიკომ საქმეები ჩააწყო და აქ ვარ.
-კარგი გასაგებია და ახალს რამეს დაამატებ?
-არა. -მოკლედ მოვუჭერი პასუხი და საკანში დავბრუნდი...